ღია კაფეების მეპატრონეებს აბრებზე ქართული წარწერის განთავსება მოსთხოვეს 

ღია კაფეების მეპატრონეებს აბრებზე ქართული წარწერის განთავსება მოსთხოვეს 

12725
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, რეაბილიტირებულ აღმაშენებელის გამზირზე, ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. კაფის მეპატრონეებს აბრებზე ბანერებზე ქართული წარწერის განთავსებას დაევალათ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახური განუცხადეს, ობიექტების მეპატრონეებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. პარალელურად მიმდინარეობს აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლა.
აღმაშენებლის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი უკლებასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა.
დედაქალაქის მერმა თექვსმეტივე ობიექტის მეპატრონე პირადად გააფრთხილა.
4I0A0515

კომენტარი