№56-ე საბავშვო ბაღის ეზოში, ბაგა-ბაღის კიდევ ერთი შენობა დაიდგმება   

№56-ე საბავშვო ბაღის ეზოში, ბაგა-ბაღის კიდევ ერთი შენობა დაიდგმება   

196
გაზიარება

​თბილისის ნაძალადევის რაიონში, 300 ბავშვზე გათვლილი კიდევ ერთი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ახალი შენობა გურამიშვილის გამზირის №4-ში, მოქმედი №56-ე ბაღის, 7000 კვადრატული მეტრის ფართობის ეზოში განთავსდება.
ბაღის მშენებლობას საფუძველი დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩაუყარა და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო.
ღონისძიებაზე ასევე, იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტის და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.
“იმის გამო, რომ, 56-ე ბაღზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ბაღი კი საკმარისი რაოდენობის ბავშვებს ვერ იტევდა, აქვე, ეზოში, ძველი ბაღის მომიჯნავედ დავიწყეთ ახალი ბაღის მშენებლობა. ბაღის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება და მივიღებთ ყველა იმ ბავშვს, რომელიც ელოდება ახალ ბაღს“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
​როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალ ბაღში გაიხსნება 8 ჯგუფი, ამათგან 2 ბაგის ჯგუფი იქნება. დასაქმდება 60-მდე ადამიანი.
“ეს უკვე მესამე ახალი ბაღი იქნება, რომელიც ნაძალადევის რაიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარი