გურამიშვილის გამზირის N12-ში საბავშვო მოედანი მოეწყო

გურამიშვილის გამზირის N12-ში საბავშვო მოედანი მოეწყო

17
გაზიარება

თბილისის ნაძალადევის რაიონში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირის N12-ში საბავშვო მოედანი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამეობის დაკვეთით განხორციელდა.

როგორც “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში კაუჩუკის მოედანი მოეწყო და რამდენიმე სახის ატრაქციონი დამონტაჟდა.

გასართობი მოედანი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

კომენტარი