თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება 14 აგვისტოს, დღის საათებში შეეზღუდება

თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება 14 აგვისტოს, დღის საათებში შეეზღუდება

80
გაზიარება

თბილისის 7 რაიონის მოსახლეობას 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება დილიდან შეეზღუდება. დროებითი შეზღუდვა კომპანია „თელასის“ მიერ გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.  როგორც „სითი კვირას“ კომპანია „თელასში“ განუცხადეს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კობცოვის, ლაღიძის, მესხეთის, ჯანელიძის, ქობულაძის, მათიაშვილის, ჩოჩუას და ბუცხრიკიძის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, რომელაშვილის, ჟღენტის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, სართანიას და კურნატოვის   ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კრწანისის რაიონში, აბესაძის,  გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, საიათნოვას და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის რაიონს. კერძოდ, ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის რაიონს კერძოდ, გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

10:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს რაიონს. კერძოდ, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე დოლიძის, ბოლქვაძის, პანკისის და ბალანჩივაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს. კერძოდ, ვარკეთილის III მასივის X კვარტლის, სამხედრო დასახლების, კალოუბნის, შუამთის, აბაშვილის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარი