მოსახლეობა ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N30 საცხოვრებელ კორპუსთან ასფალტის საფარის დაგებას მოითხოვს

მოსახლეობა ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N30 საცხოვრებელ კორპუსთან ასფალტის საფარის დაგებას მოითხოვს

218
გაზიარება

თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N30 საცხოვრებელ კორპუსთან მოსახლეობა ასფალტის საფარის დაგებას, ახლომდებარე სკვერში კი დაზიანებული საქანელების ახლით შეცვლას და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხის მოწყობას მოითხოვს.

როგორც „სითი კვირას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N30 საცხოვრებელ კორპუსთან ასფალტის საფარის არარსებობის გამო წვიმის დროს წყლის გუბე ჩნდება და, ფაქტობრივად, სადარბაზოებში შესვლა შეუძლებელი ხდება.

მათივე განმარტებით, ეს პრობლემა საფრთხეს უქმნის კორპუსის საძირკველს, რადგან დაგუბებული წყალი საბოლოოდ იქ ჩაედინება.

„წვიმის შემდეგ წყალი გროვდება, რადგან რამდენიმე წლის წინ, როდესაც ასფალტს აგებდნენ, სადარბაზოებთან არ დააგეს, შესაბამისად, დარჩა ჩაღრმავება და წყალს გასასვლელი არ აქვს“,- აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

მათივე განმარტებით, ვაკის რაიონის გამგეობას ამის შესახებ შეატყობინეს, გამგეობის წარმომადგენლებმა ადგილზეც დაათვალიერეს ვითარება, თუმცა 3 თვის განმავლობაში მხოლოდ დაპირებას იღებენ.

მაცხოვრებლების ინფორმაციით,  გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N30 საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე სკვერში საქანელები დაზიანებულია.

მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 ბავშვი ცხოვრობს და მათთვის ერთადერთი გასართობი განადგურებულია, საქანელები არაერთხელ საკუთრი ძალებით შეაკეთეს. ამ საკითხზეც ვაკის გამგეობას მიმართეს, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.

„ამ ტერიტორიაზე ბევრი ბავშვია, მათთვის საბავშვო და სპორტული მოედანია ერთადერთი გასართობი. ვითხოვთ ვაკის რაიონის გამგეობისგან, საქანელები ახლით ჩაანაცვლოს. ასევე, კარგი იქნება ტრენაჟორების განთავსება, კალათბურთის ფარის დამონტაჟება, რადგან ბავშვებს ამისთვის შორს უწევთ წასვლა“, – ამბობს მაცხოვრებელი.

ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N30 საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოს ამჟამინდელი მდგომარეობა20806987_1630856010259383_1245458942_o

ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N30 საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე სკვერში არსებული დაზიანებული საქანელები

20747533_1778052548886547_836255832_o 20806770_1630853746926276_324132901_o

კომენტარი