კაპიტალისტური ეპოქის თბილისი – ევროპული ტიპი ქალაქი

კაპიტალისტური ეპოქის თბილისი – ევროპული ტიპი ქალაქი

468
გაზიარება

თბილისის ტერიტორია მოსახლეობის ზრდისა და მათი სივრცობრივი განლაგების მიხედვით იცვლებოდა. ქალაქის უბნების განლაგებამ განსაკუთრებით დიდი ცვლილებები XIX საუკუნის დასაწყისიდან განიცადა, როცა დაიწყო თბილისის განუხრელი ზრდა. განაშენიანების ძირითადი ნაწილი მაშინ, მტკვრის მარჯვენა ნაპირს ესაზღვრებოდა, მდინარის მარცხნივ კი, დედაქალაქის ერთ – ერთ უბანს, ისანს, მეტეხის ციხესთან ერთად პატარა ფართობი ეკავა. 6781c88cf1d4ავლაბრის ძირითადი ნაწილი, იმ ხანებში ჯერ კიდევ არ შედიოდა ქალაქის ფარგლებში. ასევე თბილისის მარჯკვენამხარეთში მდებარე სოფელი ხარფუხი.
​თბილისის განაშენიანების ფართობი, მიახლოებითი გამოთვლებით მაშინ, 1,1 კმ2-ს არ აღემატებოდა, ამ ფართობზე 15 ათასი მაცხოვრებელი ითვლებოდა, ანუ სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე გადაანგარიშებით შეადგენდა 13,6 ათას კაცს. მაშინდელ ქალაქებში ასეთი მაღალი სიმჭიდროვე გამონაკლისს არ წარმოადგენდა.
კაპიტალისტური ეპოქის თბილისი, თავისი განაშენიანებით უპირატესად ევროპული ტიპის ქალაქს წარმოადგენდა; მხოლოდ მის ძველ უბნებში შემორჩა ადრინდელი განაშენიანების ძირითადი ნიშნები. ქალაქის ახალი უბნების დაგეგმარება ითვალისწინებდა დასახლების უფრო ნაკლებ სიმჭიდროვეს. ბოლშევიკური რევოლუციის წინა პერიოდში დასახლების საშუალო სიმჭიდროვე უკვე აღარ აღემატებოდა 12-13 ათასს. ეს პროცესი გრძელდებოდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც. 1955 წლისთვის, თბილისში დასახლების სიმჭიდროვე 1 კვ.კმ -ზე დაახლოებით 10 ათას კაცს შეადგენდა.999812_10151727146177958_91451878_n
​ფეოდალურ ეპოქაში თბილისს ჰქონდა, აზიური ქალაქებისთვის დამახასიათებელი მეტად ვიწრო და დაკლაკნილი ქუჩები, ერთმანეთთან მიჯრით მიდგმული ბანიანი საცხოვრებელი სახლები, სრულიად უმნიშვნელო ეზოთი. ​შემდგომში დასახლების საშუალო სიმჭიდროვე თანდათან იკლებდა, რადგან ქალაქის ახალ უბნებში შედარებით განიერი და პირდაპირი ქუჩები გაჰყავდათ, თითოეულ სახლსაც უფრო მოზრდილი ეზო ჰქონდა.
XIX საუკუნეში განაშენიანება უპირატესად ჩრილო-დასავლეთით, მდინარე მტკვრის აღმა მიიწევდა წინ. საუკუნის მეორე ნახევარში უფრო სწრაფად ფართოვდებოდა მტკვრის მარცხნივ მდებარე უბნები, რადგან აქ მეტი იყო დასახლებისთვის ვარგისი ფართობები. აქვე შეიქმნა 1818 წელს გერმანელების ორი კოლონია, რომლებიც შემდგომში თბილისს შეერწყა. უფრო ადრე ქალაქის შემადგენლობაში მოექცნენ ხარფუხი და ავლაბარი, აგრეთვე სოფლები – ჩუღურეთი და კუკია, სადაც მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობდა.
საბჭოთა ეპოქაში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა მოსახლეობის ტერიტორიულმა განაწილებამ, რა0_98c75_fe9fdf62_origც სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული. კერძოდ, გასული საუკუნის 30-35 -იან წლებში დაიწყო ქალაქის განაშენიანებული ტერიტორიის დაჩქარებული გაფართოება და 1955 წელს თბილისის განაშენიანებას უკვე ეკავა 63,2 კმ2 ფართობი. 30 წლის შემდეგ კი ეს ფართობი შეადგენდა 139 კმ2-ს.
გარდა ამისა, ქალაქის განვითარება საჭიროებდა მისი ცენტრალური რაიონების რეკონსტრუქციას. საჭირო გახდა ბევრი ქუჩის გაფართოება, ახალი სატრანსპორტო კვანძების შექმნა, რის გამოც, ბევრი საცხოვრებელი სახლი აიღეს.
​აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მოსახლეობის უმეტესობას, ქალაქის ცენტრალურ რაიონებში არ ჰქონდა ნორმით განთვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი და ბევრი მობინადრე ქალაქის ახალ რაიონებში გადასახლდა.21078430_169875240248044_7939560373639940304_n
​მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ჩასახლებები მიმდინარეობდა თბილისის დასავლეთით – ვაკე -საბურთალო, ჩრდილო-დასავლეთით – გლდანისა და დიღმის მიმართულებით და აღმოსავლეთით – სამგორი-ვარკეთილის მხარეს. აქვე შეიქმნა ქალაქის ახალი ადმინისტრაციული რაიონები: საბურთალო, გლდანი, საქარხნო.
ახალი რაიონების მოსახლეობა პირობითად ორ ძირითად ნაწილად შეიძლება გაიყოს: ერთ ნაწილს ქალაქის ადრე განაშენიანებული რაიონებიდან გადასულები შეადგენდნენ, მეორეს – თბილისში უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში ჩამოსულები. შედარებით მრავალრიცხოვანია ის კონტიგენტი, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ რაიონებიდან მოვიდნენ და მკვეთრად გაიუმჯობესეს საბინაო პირობები. ამის გამო, იმ ხანებში თბილისის ცენტრალურ რაიონებში შემცირდა ძირძველი მოსახლეობა, კერძოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მოსახლეობას 50-იან წლებში ეკავა.      .

კომენტარი