სასტუმროში მოწყობილი თეატრი – რა გამოარჩევდა “ვეტცელს” თბილისის სხვა სასტუმროებისგან 

სასტუმროში მოწყობილი თეატრი – რა გამოარჩევდა “ვეტცელს” თბილისის სხვა სასტუმროებისგან 

255
გაზიარება

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე, თბილისში პირველ სასტუმროებს, აქ მცხოვრები ევროპელები ხსნიდნენ, მათ შორის არიან გერმანელი კოლონისტები. მათ სახელს უკავშირდება სასტუმროები: მადერივეტცელი, ლონდონი და სხვ. ქართველ მეწარმეებთან ერთად, სასტუმროს ბიზნესში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ.  ​
საქართველოს საისტორიო არქივში ინახება კასპარ ვეტცელის შთამომავლების რამდენი ათეული შენობის პროექტი, რომელთა ნაწილი განხორციელდა. ვეტცელების დაკვეთით აგებული ზოგიერთი შენობა, ამჟამადაც დგას თბილისში. რამდენიმე მათგანი მოგვიანებით დაინგრა, ნაწილი პროექტებისა კი, არც განხორციელებულა.OG4fFtj-JFh9srYHhlMsSoQMPOzjph8h
1897-1900 წლებში ფრიდრიხ ვეტცელმა, თბილისში, ახლანდელ აღმაშენებლის გამზირის #130-ში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო ააშენა. მაშინდელი მიხეილს გამზირისა და ქსენიას (ახლა ზ. ჭავჭავაძის) ქუჩის კუთხეში ასაშენებელი სასტუმროს პროექტი, თბილისში მოღვაწე გერმანელმა არქიტექტორმა, ლეოპოლდ ბილფელდმა (1838-1921) დააპროექტა. მისივე დაპროექტებულია ფრიდრიხ ვეტცელის რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში.
სასტუმრო “ვეტცელი“, XX ს-ის დასაწყისიდან თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის საუკეთესო სასტუმრო გახდა. სამსართულიანი მანსარდიანი შენობა მდიდრულად არის გაფორმებული ბაროკული არქიტექტურის ელემენტებით. გეგმით ის ასო U -ს მოყვანილობისაა. შუა, მთავარი ნაწილი მიმართულია გამზირის მხარეს, მარჯვენა ფრთა – ქსენიას ქუჩისკენ, ხოლო მარცხენა – კვარტლის სიღრმეში.
ფ. ვეტცელმა, რომელიც შენობის პატრონიც იყო და სასტუმროსიც, ის თავისი დროის ყველა შესაძლო კომფორტით აღჭურვა. ოთახებში იყო წყლის გათბობა და ელექტროგაყვანილობა. სასტუმროს ჰქონდა ლიფტი, საბილიარდეკეგელბანი და ორი რესტორანი, მათ შორის ერთი, სარდაფის სართულში – “გერმანული სტილის” მხატვრობით გაფორმებული. შემდგომში ამ რესტორანმა ცალკე სახელი მიიღო – “გერმანია”. მაგრამ მთავარი, რაც “ვეტცელს” თბილისის სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევდა, იყო მის მარცხენა ფრთაში მოწყობილი თეატრი, რომელშიც პერიოდულად სხვადასხვა დასები მართავდნენ წარმოდგენებს. ხშირად აქ საქორწინო და სხვა ზეიმებიც ეწყობოდა. სასტუმროს ჰქონდა ბაღიც, რომელშიც 1901 წლის ზაფხულში კონცერტებს მართავდა ოპერის თეატრის ორკესტრი.
იმავე 1900 წელს, ბილფელდისავე პროექტით, სასტუმროს ქსენიას ქუჩის მხრიდან, ორი დაბალი ფლიგელი მიაშენეს. ერთი- მომსახურე პერსონალისთვის, მეორე- სამანქანო განყოფილებისთვის.
1904 წელს, ფრიდრიხ ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა მის შვილებზე გადავიდა, რომლებიც ერთხანს განაგრძობდნენ მამის სამეწარმეო საქმიანობას. მაგრამ, როგორც დიდხანს ვერ შეძლეს მამის მიერ დატოვებული ქონების მართვა და მისი დიდი ნაწილის, ლუდსახარში ქარხანის, თბილისში რამდენიმე სახლისა და სასტუმროს გაყიდვა. 4rRw5RxAgjA-DEJz7T6V85LJe9YZbdEEამგვარად, 1911 წელს სასტუმრო ვეტცელის ყოფილმა ხელქვეითმა, იმხანად შეძლებულმა მეწარმე ნოე სიხარულიძემ შეიძინა, შენობა საფუძვლიანად გადააკეთა და გააფართოვა. ქსენიას ქუჩაზე არსებული ორი ფლიგელი მოხსნა და მათ ხარჯზე მარჯვენა ფრთა შესამჩნევად დაგრძელდა. გამზირის მხრიდან, მთავარ ფასადზე სასტუმროს დიდი ვერანდა მიაშენეს. პირველ და მეორე სართულებზე ხელოვნური მღვიმეები გაკეთდა, მთავარი შესასვლელი კი, მუზარადიანი ჰერმესის ქანდაკებებით გაფორმდა.
1915 წელს ნოე სიხარულიძემ სასტუმროს თავისი სახელი – “ნოე” დაარქვა. 1928 წელს მას “ევროპა” ეწოდა. ცოტა ხნის შემდეგ ის დახურეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავ გახსნეს, ამჯერად “რუსთავის” სახელწოდებით. 1970-იან წლებში სასტუმრო ისევ დაიხურა. მას შემდეგ შენობა ეკავა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს. ამჟამად ის დაცლილი და გაპარტახებულია.gOH6PQKWRzJSK9LRh7RlHxPU1A8bi5u2
აღსანიშნავია, რომ ვეტცელები, XIX საუკუნის დასაწყისში ვიურტემბერგიდან საქართველოში გადმოსახლებულ გერმანელ კოლონისტებს შორის იყვნენ.
კასპარ ვეტცელს ჰყავდა ორი ვაჟი – იაკობ ფრიდრიხი და იოჰან კასპარი. კასპარ ვეტცელის მემკვიდრეებმა მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებას XIX საუკუნის II ნახევარში მიაღწიეს, რასაც ცხადყოფს მათ მიერ თბილისში აგებული შენობების რაოდენობა.
ვეტცელებს შორის ყველაზე წარმატებული, მეორე გილდიის ვაჭრის ტიტულის მფლობელი იაკობ ფრიდრიხი (1835-1904) აღმოჩნდა. მისი კაპიტალი სწრაფად იზრდებოდა და მუდმივ ბრუნვაში იყო. მას ჰქონდა საკუთარი ლუდის ქარხანა, ჰქონდა სასტუმრო და სახლები თბილისში, კოჯორსა და წავკისში. გარკვეულ პერიოდის განმავლობაში იგი ასევე იყო ქალაქის სათათბიროს წევრი. თბილისში ერთ-ერთი ქუჩა, მცირე ხნით მის სახელს ატარებდა, საუბარია ამჟამინდელი ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე.
ფრიდრიხ ვეტცელის მეუღლე, ასევე, გერმანელი კოლონისტების შთამომავალი ვილჰელმინა ფრიკი (1847-1923) იყო. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: გოტლობი, გუსტავი, ლუიზა და ემილია მარგარიტე. ვეტცელი ცდილობდა შვილებისათვის ისეთი განათლება მიეცა, რომ მომავალში მისი საქმე გაეგრძელებინათ. ორივე ვაჟი გერმანიაში გაგზავნა ტექნიკისა და ინდუსტრიის შესასწავლად, მიუხედავად იმისა, რომ გოტლობს სურდა მხატვარი გამოსულიყო. ვეტცელი ქალიშვილების განათლებაზეც ზრუნავდა. ლუიზე და ემილია მარგარიტე ფლობდნენ ფრანგულ და ინგლისურ ენებს. ემილია მარგარიტეს მუსიკას ასწავლიდა ცნობილი ავსტრიელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი.
1870-იანი წლების დასაწყისში ფრიდრიხ ვეტცელმა თავის ძმასთან იოჰან კასპართან ერთად ლუდსახარში ქარხანა ააგო. ქარხანა დიდი მთავრის, ახლანდელი უზნაძის ქუჩაზე მდებარეობდა და რამდენიმე დასახელების ლუდს უშვებდა – ვენურსპილზენს, ექსპორტსა და მიუნხენურს. 1901 წელს, თბილისში გამართულ კავკასიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის საიუბილეო გამოფენაზე, მათი ლუდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
​მამის გარდაცვალების შემდეგ, ფრიდრიხ ვეტცელის შვილები, ლუდთან ერთად კათხებსაც უშვებდნენ, რომელზეც იყო წარწერა Пивоваренный Завод Насл. Ф. К. Ветцель.
KIQPF56SJ-pcRCh52_Syq80rcottuhB3წყარო: გერმანულ-ქართული არქივი.
დავით ხოშტარია

კომენტარი