დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალურ გეგმაში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა სამინისტროების, უწყებებისა და ექსპერტების მხრიდან მიღებული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინება მიმდინარეობს.
„ჯგუფი, შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ასახვას გენერალური გეგმის დოკუმენტში დაახლოებით ორ კვირაში დაასრულებს, რომლის შემდეგაც, ვფიქრობ, რომ წარვადგენთ დედაქალაქის საკრებულოში’’, – განაცხადა დავით ნარმანიამ.