თბილისში XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები აღმოაჩინეს

თბილისში XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები აღმოაჩინეს

7408
გაზიარება

თბილისის ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, “შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე დასრულებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს დღეს, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გაეცნო. გათხრების შედეგად, აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები.
არქეოლოგიური საბჭოს წევრებთან ერთად, გათხრები ასევე დაათვალიერეს, მერის მოადგილეს ნინა ხატისკაცმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა. ადგილზე ის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც არქეოლოგიურ გათხრებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
თბილისის მერის განცხადებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მნიშვნელოვანი ისტორიული ნიმუშებია ნაპოვნი, რომლებსაც შემდგომი კვლევისთვის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ.
„ისტორიულად ცნობილ, ძალიან საინტერესო ადგილზე ჩატარდა კვლევები. ყველა ის ადგილი იქნა გათხრილი, რომლებიც ვახუშტის რუკაზე არის დატანილი. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ამ ყველაფრის კონსერვაცია მოხდება და ჩვენს ქალაქს, ტურისტებისთვის მიმზიდველი, კიდევ ერთი ადგილი შეემატება“- განაცხადა დავითნარმანიამ.
არქეოლოგიური კვლევების განხორციელება „წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა”, “საჯოგისა“ და „თრელიგორების  ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის მარტში კი, არქეოლოგიური  სამუშაოები „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ განახლდა.

კომენტარი