ორთაჭალის ქუჩაზე არასწორი პარკირების პრობლემა ბოწკინტების დამონტაჟებით მოგვარდა

ორთაჭალის ქუჩაზე არასწორი პარკირების პრობლემა ბოწკინტების დამონტაჟებით მოგვარდა

762
გაზიარება

თბილისის კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე, ამიერიდან მძღოლებს საკუთარი ავტომობილების ტროტუარებზე არასწორი პარკირების საშუალება აღარ ექნებათ. ქუჩაზე არსებული ტროტუარი მთლიანად ქვეითების განკარგულებაში იქნება და მათ გადაადგილებაში ავტომობილები პრობლემას ვერ შეუქმნიან.
ქუჩაზე არსებულ ტროტუარებზე ამ მიზნით ბოწკინტები მონტაჟდება.
​როგორც „სითი კვირას“ კრწანისის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ტროტუარები ავტომობილებს ისე ჰქონდათ დაკავებული, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის სამოძრაო გზა არ რჩებოდა. შეწუხებულმა მოსახლეობამ, პრობლემის მოგვარების თხოვნით კრწანისის რაიონის გამგეობას მიმართა. ამგვარად, გადაწყდა ბოწკინტების მოწყობა.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, მანამდე ბოწკინტები მეტეხის ხიდიდან მშვიდობის ხიდამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც გაკეთდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტროტუარები მოწესრიგდა და ქვაფენილიც დაიგო.
სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

კომენტარი