პლეხანოვზე ხშირად ხედავდნენ ლურჯთვალება ქალიშვილს

პლეხანოვზე ხშირად ხედავდნენ ლურჯთვალება ქალიშვილს

3846
გაზიარება

თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო. იმ წლებში პლეხანოვის გამზირზე ხშირად ხედავდნენ ბედნიერებით აღსავსე, ლურჯთვალება, ტანაშოტილ ქალიშვილს. იგი მომხიბლავი ღიმილით ანდამატივით იზიდავდა ხალხის ყურადღებას. მიდიოდა ნარნარი ნაბიჯით, მსუბუქად, ელეგანტური სინატიფით… გამვლელები კი ჩერდებოდნენ და კარგა ხანს მზერით მიაცილებდნენ.
ეს ქალი მარინე თბილელი გახლდათ – მხიარული, ლაღი და ხალისიანი. ბევრი მას ულამაზეს ქალად აღიარებდა, თუმცა თვითონ ასე არ თვლიდა და ამბობდა: “მე ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ”.

​წყარო: ფეისბუქ ჯგუფი “ქართული კინო უკვდავია”

კომენტარი