როგორ იცვლებოდა თბილისი – უნიკალური ფოტოგამოფენა ეროვნულ არქივში

როგორ იცვლებოდა თბილისი – უნიკალური ფოტოგამოფენა ეროვნულ არქივში

423
გაზიარება

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე, 22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით დაეთმობა ფოტოგამოფენას, რომელიც XX საუკუნეში, თბილისში მიმდინარე ურბანული ცვლილებებისა და დედაქალაქის განაშენიანების პროცესის მთავარი მომენტების შესახებ მოგვითხრობს.
როგორც “სითი კვირას” ეროვნულ არქივში განუცხადეს, ​გამოფენაზე, სახელწოდებით „თბილისი – ურბანული ცვლილებები“, წარმოდგენილი იქნება თბილისის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რაც ათწლეულების განმავლობაში დედაქალაქის ურბანულ განვითარებას ასახავს. წარმოდგენილ ექსპონატებზე ასახულია ქალაქის ის ხედები, რომლებმაც თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
მათივე ინფორმაციით, დამთვალიერებელი ასევე, იხილავს თბილისის გეგმებისა და რუკების ორიგინალებს, რომელიც დედაქალაქის განვითარების ისტორიაზე მოგვითხრობს.
გამოფენის პარალელურად გაიმართება წიგნის „თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკული მოღვაწეობა 1917-1921“ პრეზენტაცია. წიგნის ავტორია თბილისის არქივის დირექტორი მაკა კვარაცხელია. ეროვნულ არქივში დაცულ მასალაზე დაყრდნობით გამოცემაში მიმოხილულია დედაქალაქის თვითმმართველობის მუშაობის ძირითადი მიმართულებები – ჯანდაცვა, კულტურა, განათება, წყალმომარაგება, კეთილმოწყობა, ტრანსპორტი და სხვ.
გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

კომენტარი