ივერთუბანში ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება – დავით ნარმანია

ივერთუბანში ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება – დავით ნარმანია

106
გაზიარება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის სხვა უბნების მსგავსად ივერთუბანიც განვითარდება და უახლოეს პერიოდში სატრანსპორტო, საგზაო და გარე განათების პრობლემა სრულად მოგვარდება.
„ივერთ უბანი არის ახალგანვითარებული უბანი შესაბამისად საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უფრო სწრაფი ტემპით წავიდა ვიდრე კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თუმცა, ჩვენ ეტაპობრივად, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის, ასევე რაიონული გამგეობის მეშვეობით, ცალკეულ სამუშაოებს ვატარებთ და მომავალში ეს ტერიტორიაც რასაკვირველია ისევე განვითარდება, როგორც ქალაქის სხვა უბნები“, – განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლებიც დაინტერესდნენ დავით იოსელიანის შესახვევში მცხოვრები მოსახლეობის სატრანსპორტო, საგზაო და გარე განათების პრობლემებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის პოზიციით.

კომენტარი