ზემო ფონიჭალაში საკანალიზაციო ქსელი დაზიანდა – GWP თელეთის სასაკლაოს ადანაშაულებს

ზემო ფონიჭალაში საკანალიზაციო ქსელი დაზიანდა – GWP თელეთის სასაკლაოს ადანაშაულებს

56
გაზიარება

თბილისის კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ კუთვნილი საკანალიზაციო ქსელი დაზიანდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაზიანების მიზეზი, თელეთის სასაკლაოს მიერ, მყარი ნარჩენების საკანალიზაციო მილში არასანქცირებული ჩაყრაა, რასაც მათი მხრიდან აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.
„დღევანდელმა შემთხვევამ დააზიანა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკანალიზაციო ქსელი და მატერიალური ზიანი მიაყენა კომპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადეს კომპანიაში.
​კომპანიის ინფორმაციით, მათ საწარმო რამდენჯერმე გააფრთხილეს. ვითარების შესახებ ინფორმირებულია გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელმაც თელეთის სასაკლაო ნორმების დარღვევისთვის არაერთხელ დააჯარიმა.
„აღნიშნული სანქციების გატარების მიუხედავად, საკანალიზაციო ქსელში ნარჩენების არასანქცირებული ჩაშვება კვლავ გრძელდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარი