ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

33
გაზიარება

​თბილისის ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
​თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, ავშნის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. “მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, ვინაიდან ასეთი კეთილმოწყობილი გზა აქ არასდროს ყოფილა. დიდი მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნას ადეკვატურად უპასუხა ნაძალადევის გამგეობამ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ავშნის ქუჩასა და შესახვევებში აქამდე კანალიზაციის ცენტრალური სისტემა და ასფალტის გზა არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, კანალიზაციის ქსელი და დაერთებები მოეწყო, წყალსადენის მილები შეიცვალა და 13 000 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. კერძოდ, ბორდიურები, ტროტუარები მოეწყო და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი იგება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება 950 000-მდე ლარს შეადგენს.

კომენტარი