ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

105
გაზიარება

​თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზის მიმდებარედ გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევი პირი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, გამოავლინა.
​როგორც “სითი კვირას” “თბილსერვისში” განუცხადეს, ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი განმეორებით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მეორე ნაწილის (32.2) შესაბამისად, დაჯარიმდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევ პირს აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად ვადები განუსაზღვრა.
„თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. “წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება”, – განაცხადეს “თბილსერვისში”.
თბილსერვისი

კომენტარი