თბილისის პირველი ცათამბჯენი – როგორი იყო რუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციის XX ს-ის გეგმა  

თბილისის პირველი ცათამბჯენი – როგორი იყო რუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციის XX ს-ის გეგმა  

605
გაზიარება

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, არქიტექტორთა ჯგუფმა ოთარ კალანდარიშვილის მეთაურობით, შეიმუშავა რუსთაველის გამზირის ბოლო მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში შევიდა. პროექტის გეგმაზომიერი განხორციელება დაიწყო ელბაქიძის დაღმართის ზემო ნაწილის გაფართოებით, 1950 -იანი წლების ბოლოს მან მიიღო ახალი გასასვლელი პროსპექტზე.
1967 წელს აღიმართა 22 სართულიანია სასტუმრო “ივერიის” შენობა, რისთვისაც მის ავტორს, არქიტექ0_a526e_1e54430_origტორ ოთარ კალანდარიშვილს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოთა პრემიის ლაურეატობა მიენიჭა. ესაა სრულიად ახალი ტიპის ნაგებობა, რომლის მსგავსი არ იცოდა ქალაქის ომამდელმა არქიტექტურამ. სასტუმროს თანამედროვე, ლოგიკურად ნათელ და მკაცრ არქიტექტურულ ფორმებს შეესაბამება ინტერიერების  დეკორატიული მორთულობა, პირველი სართულის ჰოლებში ბუნებრივი ქვა ორგანულად ეხამება ხეს, მინას, ლითონს, კერამიკას. ცენტრალური ჰოლის შემინული კედელი სინათლის ძირითადი წყაროა. აქედან იხსნება ხედი შიდა ეზოსკენ, სადაც დეკორატიული აუზი, ვაზი და გოგონას თეთრი მარმარილოს შიშველი ფიგურა მოჩანს – გაზაფხული სიმბოლო, მოქანდაკე გურამ კორძახიას ნამუშევარი. ხოლო ეზოდან გამჭვირვალე ნისლში გახვეული ქალაქის მარცხენა სანაპირო პანორამა იშლება, ფრესკა ხალხური ცხოვრების თემაზე, ბელა ბერძენი8b95572557a848508a9030f410d3fe9dშივლის მიერ შერულებული რესტორნის კედელზე, ორმოცი მონუმენტური ფოლკლორული მოტივებით დატვირთული ჭედური ფურცლები ანთიმოზ გიორგაძისა, ვახტანგ ქოქიაშვილის ვიტრაჟები ქართული ხალიჩების მსგავსი მოხატულობით, კერამიკული პანო ჭურჭლის გამოსახულებით და ბარელიეფი გულდა კალაძისა – ყოველივე ეს სასტუმროს არქიტექტურაში ეროვნული საწყისის დამადასტურებელია და მოწმობს არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზის მაღალ დონეს, რომელიც ქართველი ხუროთმოძღვრების, ოსტატთა თანამშრომლობის შედეგად არის მიღწეული ომის შემდგომ წლებში.
​სასტუმროს აგებამ სათავე დაუდო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მაღალი ხრამის პირას ამფითეატრად განლაგებული კვარტლების სივრცობრივ ორგანიზაციას.
1978 წელს სასტუმროს მიმდებარედ აშენდა ცენტრალური ტელეგრაფის ახალი შენობა ღია ოქროსფერი კედლებით, რომელიც ამ ადგილას მდგარი ძველი შენობების მაგიერ აიგო. აქ იდგა ყოფილი საფოსტო სადგური, რომელიც შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და თეიმურაზ მიქაშვავიზის პროექტის მიხედვით იყო აშენებული.
​მას შემდეგ, რაც წვრილმანი სახლები აიღეს, ტერიტორიას რომ ხერგავდნენ, სასტუმროსა და ტელეგრაფის შენობები აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი არქიტექტურული ანსამბლი ქალაქის ახალ მთავარ მოედანზე. ამ მოედანმა უნდა მოიცვას ახლანდელი რუსთაველის მოედანი და დაიკავოს დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობი. 76aa6ab9491e8501a7705e8de2c72886
მელიქ აზარიანცის შემოსავლიანი სახლი აქ დარჩება ხელუხლებლად, როგორც თავისებური ძეგლი XX საუკუნის დასაწყისის თბილისური არქიტექტურისა. არც თუ ისე ბევრი დრო გაივლის და ახალი მოედანი, მჩქეფარე შადრევნებით, მუსიკალურ-ფერადოვანი გაფორმების თანხლებით, ყვავილიანი გაზონებით, ხოლო პერსპექტივაში – მიწისქვეშა სართულითაც, სადაც განლაგდება კინოთეატრი, კაფე, სავაჭრო პასაჟი – გადაიქცევა დედაქალაქისთვის შესაფერის ნამდვილ, თანამედროვე მოედნად, სადაც გაიმართება დემონსტრაციები, მასობრივი სეირნობები, აღლუმები. უკვე თავის ახლანდელ ვითარებაში მოედნიდან იშლება შთამბეჭდავი პანორამა თბილისის მარცხენა სანაპიროსი და დიდი კავკასიონის მთებისა. ქვემოთ, მარჯვენა ნაპირზე არქიტექტორი გვთავაზობს მწვანე პარკის მოწყობის იდეას ხელოვნური ტბითა და სპორტული თამაშობების მოედნებით.
წყარო: გიორგი ხუციშვილი “ჩემი თბილის-ქალაქი

კომენტარი