თაბორის მთაზე დიდი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება

თაბორის მთაზე დიდი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება

332
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თაბორის მთაზე თბილისელებისთვის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.
“თაბორის მთაზე კეთდება განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცე და ამ ზონის მოსაწყობად მთლიანი ტერიტორიის 1 % ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ზონალური ცვლილება, რათა იქ საირიგაციო სისტემების მოსაწყობად დამხმარე ტექნიკური სათავსოების მოსაწყობად შენობა-ნაგებობები განთავსდეს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოში დღეს, ურბანული დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომისიების სხდომაზე.
მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს თაბორის მთის ტერიტორია, აუქციონზე ერთ ლარად არის ნაყიდი, არამედ ის აუქციონზე, საბაზრო ღირებულებით არის შეძენილი და მასში თანხობრივად ათობით მილიონი საინვესტიციო ვალდებულებები დევს.
“როცა კომპანიამ ღია აუქციონზე შეისყიდა ეს ტერიტორია ისიც დააანონსა, რომ თუ რომელიმე კერძო კომპანიას ექნებოდა ინტერესი ის მზად იყო დაეთმო აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, სიცრუეა, თითქოს აქ რაღაც თანხების ეკონომიაზეა საუბარი. დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ კონკრეტულად ზონის ცვლილებებთან დაკავშირებით და არა რომელიმე კომპანიაზე საპარკინგე ტერიტიორიის გადაცემაზე“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე.​
თბილისის მუპიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, თაბორის მთაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის გარდა, განიხილებოდა საპარკინგედ შერჩეულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობისთვის ზონალური ცვლილების მიღების საკითხის.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობისთვის საჭიროა ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, სატრანსპორტო ზონა 1 შეიცვალოს სატრანსპორტო ზონა 2-ით.

კომენტარი