ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებები იმართება

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებები იმართება

653
გაზიარება

1-2 ოქტომბერს, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდება. აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ნაწილია და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება.
ამასთან, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ხვალ, 2 ოქტომბერს, 9:00 საათიდან, რიყის პარკში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით, ვარდისფერი ყვავილები დაირგვება და ნარგავებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო შეიქმნება.

კომენტარი