თაბორის მთაზე ყველასთვის ხელმისაწვდომი მწვანე სივრცე მოეწყობა – გიორგი კვირიკაშვილი

თაბორის მთაზე ყველასთვის ხელმისაწვდომი მწვანე სივრცე მოეწყობა – გიორგი კვირიკაშვილი

169
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტს უპრეცედენტო და ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ თაბორის მთაზე ყველასათვის ხელმისაწვდომი 400 ათას კვადრატული მეტრზე მწვანე სივრცე მოეწყობა.
„თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
​გიორგი კვირიკაშვილმა, ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე არსებული გახრიოკებული ფერდობების გასამწვანებლად და მორწყვისთვის საირიგაციო სისტემების მოწყობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, საუბარია ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე – სულ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე არსებული გახრიოკებული ფერდობები, რომელზეც ამ პროექტის მშენებლობაა გათვალისწინებული, გამწვანდეს და მოირწყას.

კომენტარი