მუხიანის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქი აშენდება 

მუხიანის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქი აშენდება 

195
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, მუხიანში, 102 000 კვადრატული მეტრის ფართობზე მრავალფუნქციური კომპლექსი – რადიოქალაქი აშენდება. ახალი კომპლექსი მუხიანის  ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა, რომელის დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
​რადიოქალაქის აშენება თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილია, რომლის პრეზენტაციაც დღეს, სწორედ რადიოქარხნის ყოფილ შენობაში გამართა.
“დაგეგმილი გვაქვს რომ აქ განვახორციელოთ რადიოქალაქის პროექტი, რომელიც განკუთვნილი იქნება  არა მხოლოდ მუხიანის მიმდებარე რაიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ გახდება ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი თბილისის დანარჩენი მოსახლეობისთვისაც. თავისი მწვანე სივრცით, კაფე-ბარებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზითა და კინოთეატრით. მჯერა რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
​აღნიშნული პროექტის განხორციელება კერძო ინვესტიციით იგეგმება.
​როგორც მერობის კანდიდატი აცხადებს, მისი მიზანია, დედაქალაქის ყველა რაიონში აშენდეს ​შემეცნებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრები.
​კახა კალაძე, ასევე გეგმავს,საზოგადოებრივი ფუნქცია შესძინოს თბილისის ანძას, რომელიც, მისი თქმით,  მთაწმინდაზე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
“ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც არის ასეთი ტიპის ანძები, იქ არის გადმოსახედები, კაფე-ბარები, მოეწყობა 150 სტუმარზე გათვლილი რესტორანი. ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ბიზნესპროექტი და დარწმუნებული ვარ ბევრი კომპანია დაინტერესდება ამ პროექტის განხორციელებით”,- აცხადებს მერობის კანდიდატი.
FOTO-4

კომენტარი