ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერის მშენებლობა იგეგმება

ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერის მშენებლობა იგეგმება

58
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ორი ახალი სკვერის მშენებლობა იგეგმება. კერძოდ, მეუნარგიას ქუჩის N58- სა და ვერჰარნის ქუჩის N7-ში. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სკვერებში ბორდიურები, დეკორატიული ფილები დაიგება, საპარკე სკამები, ურნები განთავსდება და საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა.
როგორც “სითი კვირას” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სკვერების დაპროექტებისას მოქალაქეების ყველა მოთხოვნა გაითვალისწინეს.
“ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სკვერების მოწყობის სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება”, – განაცხადეს გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, 2017 წელს 32 სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა, 3 ახალი სკვერი მოეწყო, წლის ბოლომდე კიდევ სამი ახალი სკვერის მშენებლობაა დაგეგმილი.
22396608_1850008448357623_2131472250_o 22375592_1850008441690957_1358706035_o

კომენტარი