დოდო აბაშიძის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

დოდო აბაშიძის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

293
გაზიარება

​თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე, ცნობილი ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. გამოიცვალა დაზიანებული ქვაფენილი, მოეწყო სარწყავი სისტემა და დეკორატიული ღობე და დაიდგა ფურნიტურა.
​როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, სკვერში ასევე განხორციელდა დენდროლოგიური სამუშაოები. დაირგო სმარაგდა, ეონიმუსი, როზმარინი და გართხმული ღვიას.
​მათივე ინფორმაციით, სამუშაოები კონტრაქტორებმა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტების ზედამხედველობით შეასრულეს.

კომენტარი