ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზა, დაზიანებიდან რამდენიმე დღეში აღდგა

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზა, დაზიანებიდან რამდენიმე დღეში აღდგა

57
გაზიარება

​თბილისის გლდანის რაიონში, ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზაზე, სადაც მაგისტრალური წყალსადენის მილი დაზიანდა და საავტომობილო გზა ჩაინგრა, სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის დაზიანებული მილი და გზის დაზიანებული ნაწილი აღადგინეს. აღდგენითი სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა.
​როგორც „სითი კვირას“ კომპანიაში განუცხადეს, წყალსადენზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები იმ დღესვე 22 სექტემბერს დაიწყო და 23 სექტემბრის დილით დასრულდა, შესაბამისად წყალმომარაგებაც აღდგა. რაც შეეხება გზის საფარის აღდგენას, ეს სამუშაოები მილის დაზიანებიდან მესამე დღეს დასრულდა. გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგა ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობაც.
აღსანიშნავია, რომ თბილისის გლდანის რაიონში, ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზა 22 სექტემბერს ჩაინგრა, მიზეზი, დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის მილის დაზიანება გახდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელი გახდა მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 სექტემბრის 12:00-დან 23 სექტემბრის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება ვაკე-საბურთალოს რაიონის აბონენტების ნაწილს შეუწყდა. ზაჰესის ხიდთან მისასვლელი საავტომობილო გზის ჩანგრევის ფაქტს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალ რეაბილიტირებულ ხიდს რაიმე სახის პრობლემა არ შექმნია, უშუალოდ ხიდი არ ჩანგრეულა.
22396641_1852261218132346_5341776_o 22396400_1852264454798689_188253428_o

კომენტარი