თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დილიდან შეუწყდა

თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დილიდან შეუწყდა

43
გაზიარება

თბილისის სამ რაიონში, კერძოდ, დიდუბის, სამგორის და საბურთალოს რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდან შეიზღუდა.
​როგორც „სითი კვირას“ კომპანია „თელასში“ განუმარტეს, სამგორის რაიონში, თბილისის მერია აწარმოებს საგზაო სამუშაოებს, რის გამოც 11:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის, გუმათჰესის, ენგურჰესის, იდუმალის და რაზიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ​
რაც შეეხება დიდუბისა და საბურთალოს რაიონებს, კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სამუშაოებს. კერძოდ, დიდუბის რაიონში საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით დღეს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
​საბურთალოს რაიონში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებენ, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი