კრწანისის ქუჩაზე 350 კვ.მ ფართობზე გაშენებული სკვერი განახლდა

კრწანისის ქუჩაზე 350 კვ.მ ფართობზე გაშენებული სკვერი განახლდა

57
გაზიარება

​თბილისში, კრწანისის ქუჩის N 12 -ში არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის მოთხოვნით ჩატარდა. დაიგო ქვაფენილი, შეიცვალა ბორდიურები.
​როგორც “სითი კვირას” ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, აღდგენილია ამორტიზებული კიბე, გაყვანილია განათების სისტემა, შეტანილია განოყიერებული მიწის ნაზავი, დაირგო გართხმული ღვია, სმარაგდა, ოლიანდრა. სკვერში დაიდგა საბაღე ფურნიტურა.
“კრწანისის რაიონს 350 კვადრატულ მეტრზე გაშენებული დასასვენებელი, კეთილმოწყობილი ადგილი შეემატა”, – აცხადებენ ეკოლოგიის სამსახურში.
22291238_2029177990645343_6064064061402094744_o

კომენტარი