ნაძალადევის რაიონში 70 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი გარემონტდა  

ნაძალადევის რაიონში 70 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი გარემონტდა  

47
გაზიარება

თბილისის ნაძალადევის რაიონში, 2017 წლის იანვრიდან დღემდე, 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სულ 45 443 კვ.მ ფართობზე შესრულდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, მიმდინარე წელს სახურავების რეაბილიტაციის 85 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 062 757 ლარი გამოიყო.
როგორც “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე კიდევ 4 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს სახურავის რეაბილიტაცია. პარალელურად შეიცვალა შენობის ყალ-კანალიზაციის შიდა ქსელი, გარემონტდა შენობის სადარბაზოები და ლიფტები, შეკეთდა კიბე.
“მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, მსგავსი პროექტები წლის ბოლომდე გაგრძელდება”,- აცხადებენ გამგეობაში.

კომენტარი