ლამაზმანი, რომელმაც ქალაქი საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა

ლამაზმანი, რომელმაც ქალაქი საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა

118
გაზიარება

სამეფო დედაქალაქი – კრაკოვი, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.
​ამ ქალაქთან ბევრი ლამაზი ლეგენდაა დაკავშირებული. მაგალითად, ლეგენდა, კრაკოვის დამაარსებლის, თავადი კრაკისა და მისი ქალიშვილის, ვანდას შესახებ, რომელმაც მდინარეში თავის დახრჩობა ამჯობინა გერმანელი თავადის საყვარლობას; ან ლეგენდა საშინელ დრაკონზე, რომელმაც ვაველის კლდესთან მოხერხებულად და ეშმაკურად დაამარცხა კრაკის ვაჟი. პოლონეთში არსებობს  გამოთქმა, – პოლონეთის ქალაქებში ბევრი ღირშესანიშნაობაა, ხოლო კრაკოვში ერთი და ეს თავად კრაკოვია.
პოლონელი თავადის ასული ვანდა, არა მხოლოდ თავისი სილამაზით, არამედ სიბრძნითა და სამართლიანობით ყოფილა ცნობილი. ​მისი სილამაზის ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელებულა. ხმებს  გერმანელი თავადის რიდიგერის ყურამდღეც მიუღწევია, რომელმაც ვანდას საყვარლობა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კრაკოვის აოხრებით დაემუქრა. თავადის ასულმა არ მიიღო გერმანელი თავადის წინადადება, მაგრამ იმავდროულად არ სურდა თავისი ქალაქისთვის საფრთხე შეექმნა, არჩია მდინარე  ვისლაში დაეხრჩო თავი. თავადის ასულის თავგანწირვის საპატივსაცემოდ ხალხმა იმ ადგილას, სადაც მდინარემ ვანდას სხეული გამორიყა, ხელოვნური მთა აღმართა. ვანდას საფლავმა ასწლეულებს გაუძლო და მისი ნახვა დღესაც არის შესაძლებელი.
ვანდაკრაკოვის განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩამოყალიბდა კრაკოვის ეპარქია. იმ პერიოდიდან კრაკოვი ხდება მონარქიული და სასულიერო ხელისუფლების მნიშვნელოვანი ცენტრი. 1038 წელს კაზიმირ განმაახლებელმა ქალაქი კრაკოვი სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია. კაზიმირების დინასტიის მმართველობისას ქალაქი მთლიანად დასავლური კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა. სწორედ ამიტომ გაჩნდა კრაკოვში იაგელონიის უნივერსტეტი, რომელიც დროთა განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საუკეთესო უნივერსიტეტად იქცა და მსოფლიოს მრავალი სახელოვანი და ნიჭიერი მეცნიერი აჩუქა, მათ შორის ნიკოლაი კოპერნიკი.
კრაკოვი 1596 წლამდე პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი იყო და საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით დღესაც ქვეყნის გულად მიიჩნევს. ის რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია, წელიწადში ქალაქს 2 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
1434616042_krakow_02ქალაქში განვითარებულია საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა. აქ არის ტრამვაის და ავტობუსის სპეციალური ხაზები. ამგვარი ტრანსპორტის საშუალებით მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრალური ნაწილი პერიფერიებს. კრაკოვში ხშირადაა გამოყოფილი სპეციალური ქუჩები ფეხით მოსიარულეთათვის. ცენტრალური სარკინიგზო სადგური მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში. რკინიგზის საშუალებით ქალაქი უკავშირდება ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვან დასახლებას, მათ შორის დედაქალაქ ვარშავას, ასევე, სრულდება საერთაშორისო მიმოსვლები ბერლინში, ბუდაპეშტში, პრაღაში, ჰამბურგში, კიევსა და ოდესაში. ცენტრალური სადგური მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში.
დასახლებიდან დასავლეთით 11 კილომეტრში მდებარეობს იოანე-პავლე II–ის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ხორციელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო რეისები. აეროპორტი ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მლნ მგზავრს ემსახურება. ქალაქიდან 75 წუთის სავალზე არის აგრეთვე კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტი.
22448641_1511982935504313_2013012311514155015_nკრაკოვი მდებარეობს პოლონეთის სამხრეთ ნაწილში და ის მდინარე ვისლის ორივე სანაპირო ზოლშია გაშენებული. მდინარე ვისლის სამხრეთით არის კარპატის მთათა სისტემა, თუმცა ამ მიდამოებში მთები მნიშვნელოვანი სიმაღლით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთით არის ტატრის ქედი. ქალაქიდან სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობს პოლონეთ-ჩეხეთის და პოლონეთ-სლოვაკეთის სახელმწიფო საზღვარი. ხოლო დასავლეთით 230 კილომეტრში პოლონეთ-უკრაინის საზღვარი. ქალაქის სიახლოვეს არის ხუთი ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 48.6 ჰექტარს. ამ ყველაფრის გამო აქ ეკოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია.
ქალაქი ხასიათდება ზომიერი კლიმატით. ზაფხულობით აქ საშუალო ტემპერატურა +18 გრადუსია, თუმცა, ზოგჯერ +25 და +30 გრადუსამდე მატულობს, ხოლო ზამთარში ტემპერატურა − -2.1-დან 0 გრადუსამდე ეცემა. ქალაქში არსებულ კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ტარტის ქედი, ამის გამო კრაკოვში ხშირად ქარიანი ამინდია.
კრაკოვი იყოფა 18 ადმინისტრაციულ ოლქად. თითოეული მათგანი თავისი სტატუსით ჰგავს, პატარა ქალაქს. თვრამეტივე ოლქში არის სპეციალური თვითმმართველობა.
1991 წლის მარტამდე ქალაქი დაყოფილი იყო ოთხ თითქმის თანაბარ ნაწილად.

თარგმანი: შორენა პაპაშვილი
ფოტო: ეკატერინე ციცხვაია
22339582_1512091652160108_1732345617714319264_o22291574_1512090502160223_554471196097604764_o 22338814_1512091215493485_7779700462362379914_o 22338931_1512092098826730_5921960220567833226_o 22339227_1512091965493410_3900473322469830207_o 22339275_1512092262160047_6963622508422514000_o 22339515_1512091075493499_1949645863774855824_o 22339559_1512091425493464_172942340608158849_o 22339582_1512091652160108_1732345617714319264_o 22339655_1512092535493353_5208845391535881615_o 22383961_1512090912160182_61885078343531385_o 22384037_1512091145493492_832967708814809770_o 22384163_1512091852160088_7345091394760750024_o 22426239_1512091518826788_2752298861513349090_o

კომენტარი