160 ადგილიანი ავტოსადგომი პუშკინის სკვერთან და თაბორის მთის პროექტი (ვიდეო)

160 ადგილიანი ავტოსადგომი პუშკინის სკვერთან და თაბორის მთის პროექტი (ვიდეო)

426
გაზიარება

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი”, დედაქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სოციალურ მედიაში ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია თავისუფლების მოედანის მიმდებარედ, პუშკინის სკვერთან მშენებარე შვიდვარსკვლავიანი სასტუმროსა და თაბორის მთის რეკრეაციული განვითარების პროექტი.
​როგორც ვიდეორგოლშია ნაჩვენები, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რომლის ფარგლებშიც პუშკინის სკვერის მიმდებარედ განთავსდება მინიმუმ 160 ავტომობილზე გათვლილი მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომი, აშენდება შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი.
რაც შეეხება თაბორის მთას, სადაც 60 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, აქ თბილისის ყველაზე დიდი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ტერიტორიას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისგან 50 მეტრის სიმაღლის კლდე მიჯნავს.
40 ჰექტარ სარეკრეაციო ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და მწვანე საფარის მოსავლელი ინფრასტრუქტურა, ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ფონდი საბაზრო ფასად 4433-მ2 ტერიტორიას შეიძენს.

კომენტარი