გლდანის II მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

გლდანის II მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

62
გაზიარება

​თბილისის გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, გლდანის მე-2 მკ/რ-ნში N45- ა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გზის მოწყობა ხორციელდება.
​როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, 1960 კვ.მ-ზე ასფალტის საფარი დაიგება, ბორდიურები და ფეხით სავალი ბილიკები მოეწყობა.
​სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს.

კომენტარი