ლიკა ქავჟარაძე ხშირად ამბობდა, რომ მარიტას ბედი გაიზიარა

ლიკა ქავჟარაძე ხშირად ამბობდა, რომ მარიტას ბედი გაიზიარა

5889
გაზიარება

“ლიკა ცნობილ თბილისურ ოჯახში გაიზარდა, მშობლები გაცილებული ჰყავდა. გაზარდა დედამ, რომელსაც მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. გათხოვდა ძალიან ახალგაზრდა ცნობილ თაქთაქიშვილების ოჯახში. ამ ქორწინებაზე ლიკა ამბობდა, რომ მარიტას ბედი გაიზიარა. ულამაზეს ლიკას თბილისში მარტო უწევდა ცხოვრება, როდესაც მისი მეუღლე თვეობით რუსეთში იყო. წლების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანს საყვედურობდა, – რატომ არ იბრძოლე შენი სიყვარულისთვისო?
ფილმ “ნატვრის ხეში” ლიკა ქავჟარაძეს პარტნიორობას სოსო ჯაჭვლიანი უწევდა, გედიას როლის შემსრულებელს, თურმე, ლიკა ფილმის გადაღების დროს შეუყვარდა და იმის გამო, რომ მას უკვე საქმრო ჰყავდა, ახალგაზრდა მსახიობს, მამაკაცური ღირსების კოდექსის თანახმად, გრძნობების გამხელისგან თავი შეუკავებია.
ლიკა მისი თაობის კიდევ მრავალ გამორჩეულ ბიჭს უყვარდა, მაგრამ ვერ უბედავდნენ. მსახიობმა ზურა ყიფშიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ლიკა ქავჟარაძე უყვარდა და ამ გრძნობამ მის სულს დიდი კვალი დააჩნია.
​წარუმატებელმა ქორწინებამ, დედის ზედმეტმა მზრუნველობამ, შემდეგ მისმა გარდაცვალებამ, ჩვენი ქვეყნის არასტაბილურობამ ლიკას ნერვიულ სისტემას დიდი დარტყმა მიაყენა. “დილის გაზეთთან” თანამშრომლობისას, დამწყები ჟურნალისტი, მისი კინემატოგრაფიული წარსულის შესახებ საღამოს დავესწარი. მაშინ პირველად ვნახე ცოცხალი ლიკა. მუქად შეღებული თმა ჰქონდა, “კარე ჩოლკით“, ძალიან გამხდარი იყო, სცენაზე რაღაცას უაზროდ ლაპარაკობდა, დარბაზში მჯდომი ასაკოვანი, შავებში ჩაცმული ქალი კი მის ქცევის კონტროლს ცდილობდა. ლიკა მაშინ იმედებდამსხვრეული საქართველოსავით იყო… მოგვიანებით მან ხატვა დაიწყო და ამბობდნენ რომ კარგად გამოსდიოდა…
ლიკას თუ დააკვირდებოდით, არც ისე იდეალური გარეგნობისა იყო. დამატყვევებელი იყო მისი ღიმილი, სილაღე, სისპეტაკე და გულწრფელობა”, – წერს ჟურნალისტის თამარ ფეიქრიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ​
ცნობილი ქართველი მსახიობი და მუსიკოსი ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
11 ოქტომბერს ის, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. მას განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმმა „ნატვრის ხემ“ მოუტანა, სადაც მთავარი გმირის, მარიტას დაუვიწყარი სახე შექმნა.
1486472471156005c5baf40ff51a327f1c34f2975b full maxresdefault natvris xe (3) natvris xe.1976 (5)22365262_1574848029219964_5863724568833883221_n22382529_1946403698710431_3125195250180554225_o22384290_1946403695377098_8316176805993097668_o749e36545a350571cc4e678d0a846033__1440x

კომენტარი