“შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ” – წერილი ლიკა ქავჟარაძეს

“შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ” – წერილი ლიკა ქავჟარაძეს

3646
გაზიარება

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ემოციური წერილით ეხმაურება უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მსახიობი, ლევან უჩანეიშვილი, სადაც ის კოლეგას დავიწყებისთვის ბოდიშს უხდის: – „ჩემო ლიკა, მაპატიე… ყველას აპატიე… საქართველოს აპატიე… ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!
გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!
შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ, არავინ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!…
​გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა…
​გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა…
​გვაპატიე! ჩემი ბრალიც არი! ყველას ბრალი არი! საქართველოს ბრალი არი!
​გვაპატიე, რომ მე , ყველას, საქართველოს უთხარი უარი… დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლ, სიცივე და ქარი… ყველასათვის ჩარაზული კარი… ჩემო ლიკა, მაპატიე… ყველას აპატიე, საქართველოს აპატიე… შეხვედრამდე”.
ცნობილი ხელოვანი ​ლიკა ქავჟარაძე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გუშინ, 11 ოქტომბერს იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მსახიობი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. იგი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის აქტიურად იყო გატაცებული მხატვრობით.

კომენტარი