პეტრიწის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

პეტრიწის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

1028
გაზიარება

თბილისის საბურთალოს რაიონში, პეტრიწის ქუჩაზე, №186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
​როგორც “სითი კვირას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, ბავშვებისათვის საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდება. ასევე საჩრდილობელი გაკეთდება, ძველი სკამები და სანაგვე ურნები კი ახლით შეიცვლება.

22712016_1882958751729259_1576139331_o 22690393_1882958741729260_1505606536_o 22690209_1882958735062594_1912568692_o

კომენტარი