თბილისს ახალი საბინაო პოლიტიკა სჭირდება – ბექა ნაცვლიშვილი

თბილისს ახალი საბინაო პოლიტიკა სჭირდება – ბექა ნაცვლიშვილი

501
გაზიარება

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა დედაქალაქის ახალი საბინაო პოლიტიკის შემუშავება.
​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, თბილისი გახდა თავკომბალა ქალაქი და აქედან გამომდინარე მას ახალი საბინაო პოლიტიკა სჭირდება.
მისივე თქმით, მაგალითად ისნის რაიონში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს უკანონოდ ისეთ ბინაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, მათი საცხოვრებელი ფართი სახელმწიფო საკუთრებაა და ხშირ შემთხვევაში მოკლებულები არიან ელემენტარულ კომუნალურ სერვისებს, რომელიც სხვა მოქალქეებისთვის ხელმისაწვდომია.
ბექა ნაცვლიშვილის მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, საბინაო პოლიტიკის მიმართ ყურადღება არ იქნა შესაბამისად გამოჩენილი და თბილისის საჭიროებებთან დაკავშირებით  პრიორიტეტების ჩამონათვალში ვერ მოხვდა, რაც სამწუხაროა.
„მართალია ისე არ არის მდგომარეობა, რომ თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკუთარი ბინა არ ჰქონდეს, მაგრამ თუ ერთ მეათედს მაინც საკუთარი ბინა არა აქვს და ის არ ცხოვრობს ღირსეულ საბინაო გარემოში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მაგრამ ამას გამოკითხვები ვერ აჩვენებს გამომდინარე იქიდან, რომ გამოკითხვებში უმრავლესობის აზრი დომინირებს და არა იმ უმცირესობის, რომელიც ამ ფუნდამენტურ უფლებას არის მოკლებული”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.22810421_1710429428981035_640345377_o-700x336
მისი დაკვირვებით, ყველა კანდიდატს ერთნაირად ჰქონდა აგებული საარჩევნო პროგრამა, მათი დიდი ნაწილი ძირითადად ტრანსპორტის, გარემოს დაბინძურების, გამწვანების, პარკინგის საკითხებს მოიცავდა.
„საბინაო პოლიტიკის საკითხზე, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა კახა კალაძემ ისაუბრა,  მაგრამ კომპლექსური საბინაო პოლიტიკის შეთავაზებაზე საუბარი სამწუხაროდ არც მისი მხრიდან ყოფილა”,-  – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
​მისივე თქმით, ასევე არის წმინდა ეკონომიკური საკითხები, ქალაქს შეუძლია ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, იგივე ქონების დაბეგვრის თვალსაზრისით, რათა მის მფლობელს ჰქონდეს რამის გაკეთების მოტივაცია.
“ძირითადად რომ ნახოთ, ჰექტრობით მიწები აქვთ თბილისის შუა გულში და არაფერს აკეთებენ იქ. იმიტომ რომ მათია და სპეკულაციისთვის აქვთ ეს ქონება მოყუჩებული. ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც კარგი იქნებოდა პოლიტიკურ პარტიებს ყურადღება გაემახვილებინათ, მაგრამ დამრჩა განცდა რომ ეს იყო უფრო გამოკითხვების შედეგზე პასუხი, ვიდრე პოლიტიკური ხედვების ჭიდილი“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

კომენტარი