თბილისში 18 ახალი შუქნიშნის დამონტაჟდება და 7-ის რეკონსტრუქცია იგეგემება  

თბილისში 18 ახალი შუქნიშნის დამონტაჟდება და 7-ის რეკონსტრუქცია იგეგემება  

511
გაზიარება

თბილისს წლის ბოლომდე 18 ახალი შუქნიშანი შეემატება, ხოლო შვიდს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. შუქნიშნები დამონტაჟდა ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე ავტონაკადების მარეგულირებელი ნიშნები არ არსებობდა და ხშირად ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორიაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარედ, მარშალ გელოვანის გამზირის N 6 -თან.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, 2017 წელს  შუქნიშნები ასევე პირველად დამონტაჟდა: აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე; წერეთლის გამზირისა და გორის ქუჩის კვეთაზე; მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს N29-ისა და რესტორან „თავადურის“ მიმდებარედ; საარბრუკენის ხიდის პონდუსის დასაწყისში; მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე „მშრალი ხიდთან“; უნივერსიტეტის ქუჩის N6-თან; ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან „წისქვილის“ მიმდებარედ; ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე;  რუსთავის გზატკეცილი N40-ის მიმდებარედ; რუსთავის გზატკეცილი N115-ის მიმდებარედ; დიდი დიღმის III მკ/რ – ნი, N1 კორპუსის მიმდებარედ და შინდისი-კრწანისი-კოჯრის გზაჯვარედინზე.
​მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე შუქნიშნები დამონტაჟდება: ანაპის 414 დივიზიისა და თბილისის ზღვის ასასვლელის გადაკვეთაზე; მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთაზე; ქეთევან წამებულის გამზირისა და აბუსერიძე ტბელის ქუჩის კვეთაზე; ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველეს ქუჩის კვეთაზე.
ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჩიტაიასა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე და ფიროსმანის მოედანზე არსებულ შუქნიშანს. წლის ბოლომდე კი იგეგმება ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთაზე; ჩიქობავას მოედანზე; წინამძღვრიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების გადაკვეთაზე; გულიას ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს კვეთაზე; ჩიტაიასა და მამარდაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული შუქნიშნების რეკონსტრუქცია.
„2014 წელს დაიდგა 6 ახალი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 34 „სმარტ“ შუქნიშანს. 2016 წელს დამონტაჟდა 18 ახალი შუქნიშნის ობიექტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25-ს. დღესდღეობით თბილისში სულ 254 შუქნიშნის ობიექტია, საიდანაც 174 მართვის ცენტრთან არის მიერთებული. ხოლო 80 მუშაობს ხისტ რეჟიმზე”, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

კომენტარი