სასახლე თბილისში, რომელსაც “დაჭრილი არწივი” უწოდეს – გასული ეპოქის არქიტექტურული შედევრის დღევანდელობა 

სასახლე თბილისში, რომელსაც “დაჭრილი არწივი” უწოდეს – გასული ეპოქის არქიტექტურული შედევრის დღევანდელობა 

3493
გაზიარება

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი, სპორტის სასახლის გარშემო მიმდინარე მშენებლობებს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ სასახლის უნიკალური შენობა მწვანე გარემოში უნდა შენარჩუნებულიყო. დღეის მდგომარეობით კი შენობის ვიზუალური მხარე, მის სიახლოვეს მრავლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში ჩაიკარგა.
​როგორც „სითი კვირას“ თამაზ დოგრაშვილმა განუცხადა, სპორტის სასახლე უნიკალური შენობაა. თავის დროზე მისი გუმბათოვანი კონსტრუქცია მოვლენა, სიახლე, გაბედული საინჟინრო შორსმჭვრეტელობისა და ნიჭის გამოხატულება იყო. შენობა ძალიან საინტერესოა, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ისე თავისი კონსტრუქციით.
„სპორტის სასახლე არის ერთ-ერთი უნიკალური შენობა, რომელიც დღესაც დიდებულად პასუხობს თავის ფუნქციებს. ჩვენ ვერ დავაფასეთ ეს შენობა, ისე მივუახლოვეთ მას საცხოვრებელი სახლები და დავარღვიეთ ყოველგვარი ნორმატივი. სპორტის სასახლე იყო ქართული, საბჭოთა არქიტექტურის შედევრი და რჩება არქიტექტურის შედევრად. ეს არის უდიდესი ქართველი არქიტექტორის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელზეც მთელს საბჭოთა კავშირში ლაპარაკობდნენ. არქიტექტურული ჟურნალების გვერდებიდან არ ჩამოდიოდა თბილისის სპორტის სასახლე, რატომღაც ჩვენ ეს ვერ დავაფასეთ და გავთქვიფეთ საცხოვრებელ ზონაში”, – ამბობს არქიტექტორი.
მისივე შეფასებით, სპორტის სასახლის გარშემო დღეს, მოქალაქეებისთვის არაჯანსაღი სივრცეა შექმნილი, რაც თემატური თვალსაზრისითაც მიუღებელია.
„არქიტექტორები სპორტის სასახლეს დაჭრილ არწივს ვეძახით. როგორც ვაჟა-ფშაველას ცნობილ ლექსშია  „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“. სპორტის სასახლე პოეზიის რაკურსით რომ წარმოიდგინოთ, ასეთი მდგომარეობა გვაქვს დღეს“,- აცხადებს თამაზ დოგრაშვილი.
მისივე შეფასებით, თბილისის სპორტის სასახლე კიდევ მრავალი ათეული წლების გამოცდას გაუძლებს.

თამარ შელია 
სპორტი სასახლის ისტორია: city.kvira.ge0_a5278_f52117ee_orig gepeis-pirveli-korpusi_sportis-sasaxle_large sportis-sasaxle_large

კომენტარი