თბილისის გენგეგმის ჯგუფი მდინარე მტკვრის გახსნის საინტერესო გეგმას გვთავაზობს – დავით ნარმანია  

თბილისის გენგეგმის ჯგუფი მდინარე მტკვრის გახსნის საინტერესო გეგმას გვთავაზობს – დავით ნარმანია  

1599
გაზიარება

​დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი მერიას მდინარე მტკვრის ორ ადგილას გახსნას სთავაზობს, რომელიც სანაპირო ზოლზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას და ადამიანების მდინარესთან დაახლოებას ითვალისწინებს.
​როგორც დავით ნარმანიამ ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში, გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, წელს ადრე გაზაფხულზე დაიწყო მასშტაბური სამუშაოები და მთელი მტკვრის ხეობა გაიწმინდა. რეკრეაციული თვალსაზრისით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა მტკვრის დასუფთავების მიმართულებით. ასეთი მასშტაბური მტკვრის გაწმენდის ღონისძიებები არასდროს ჩატარებულა, მტკვარი წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენებისგან გაიწმინდა. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ გენერალური გეგმა მდინარე მტკვრის ორ ადგილას გახსნის გეგმას გვათავაზობს.  ძალიან საინტერესო მიდგომებია, რათა მდინარე და ადამიანი ერთმანეთს დაუახლოვდეს, რეკრეაციული თვალსაზრისით უფრო გამოყენებადი იყოს მდინარის ლანდშაფტი. ასე, რომ ეს მომავლის პროექტია, თუმცა, გენერალურ გეგმაში მკაფიოდ და კარგად დევს“, – ამბობს ნარმანია.

კომენტარი