სად არის ყველაზე გრძელი ველობილიკი – მსოფლიოს ველომოყვარული ქალაქები

სად არის ყველაზე გრძელი ველობილიკი – მსოფლიოს ველომოყვარული ქალაქები

1069
გაზიარება

​ველოსიპედი რომ მოხერხებული, ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო სატრანსპორტო საშუალებაა, ამას  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიხვდნენ. დანიაში, იაპონიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ქალაქებში ველოსიპედისტები თავისუფლად გადაადგილდებიან და საგზაო მოძრაობის სხვა წევრებისგან პატივისცემასაც იღებენ. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე უცნობ ქალაქში ველოსიპედით სეირნობა და მისი ღირშესანიშნაობების დათვალიერება.

კოპენჰაგენი, დანია
10084504-2743358467_4ee4dc1a8a_b-520x390
კოპენჰაგენის მოსახლეობის 35 % ველოსიპედისტები არიან. ხელისუფლებას ამბიციური გეგმები აქვს, ჯერ კიდევ 2015 წელს სურდათ, დასაქმებული მოსახლეობის 50 % ველოსიპედით ესარგებლა. თითქმის ყველა ადგილობრივ მცხოვრებელს ყავს ველოსიპედი, ტურისტებისთვის კი 2 000 -ზე მერი გასაქირავებელი ცენტრია. ქალაქში 400 კმ სიგრძის ველობილიკია.

ტოკიო, იაპონია
10085504-4386223185_1c726c98ff_b-520x346
ტოკიო, უდიდესი მეგაპოლისია თავისი განვითარებადი სატრანსპორტო ქსელით, მათ შორის საველოსიპედო გზებით. იაპონელების აზრით, ველოსიპედი გაცილებით სწრაფი და სასარგებლო სატრანსპორტო საშუალებაა. ისინი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, ამდენად, ნუ გაოცდებით თუ ტოკიოში, ძვირადღირებულ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ ადამიანს ნახავთ ველოსიპედზე შემომჯდარს. ველოსიპედის გასაქირავებელი პუნქტები და ველოსადგომები ტოკიოში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. კერძო ველოსიპედები კი პოლიციაშია დარეგისტრირებული და მათ უნიკალურ სანომრე ნიშნები აქვთ, – ველოსიპედზე მიმაგრებულია ფირფიტა, სადაც განთავსებულია მისი მფლობელის სახელი.

ბარსელონა, ესპანეთი
10090501-4644492904_e4f8ced720_b
​ბარსელონაში საველოსიპედო მოძრაობას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა და სულ უფრო პოპულარული ხდება. დღეისათვის ბარსელონას 30 000-ზე მეტი მკვიდრი სარგებლობს ველოსიპედით. ქალაქში მოქმედებს 100 გაქირავების ცენტრი, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ტურისტებს შეუძლიათ იქირაონ ველოსიპედი, ან გირაოს სახით რაიმე ნივთი ან საბუთი დატოვონ. რის შემდეგ ველოსიპედს იმავე სადგურზე ან სხვა გასაქირავებელ ცენტრში დატოვებენ. ქალაქში სულ უფრო მატულობს ველოსადგომები.

პორტლენდი, აშშ
10091817-4052879393_07ff6548de_o
პორტლენდი (ორეგონის შტატი) – აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და საველოსიპედო ქალაქია. ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 9 %, ყოველდღიურად იყენებს ველოსიპედს. ქალაქში ძალიან ბევრი ველობილიკია, მათი საერთო სიგრძე 400 კმ-ს აღწევს, მათ შორის მთაში მოგზაურობის მოყვარულთათვის. გარდა ამისა, ქალაქში არსებობს ველოსიპედის მართვის შემსწავლელი კურსები, რომელთა გავლა ნებისმიერ მსურველს შუძლია.

პარიზი, საფრანგეთი
10093749-6970539102_23e0a427ba_b
პარიზი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ სამ დედაქალაქს შორის, სადაც მწვავედ დგას ჰაერის ავეტომობილების გამონაბოლქვით დაბინძურების პრობლემა. ამიტომ, სულ უფრო მეტი ადგილობრივი მცხოვრები, თუ ქალაქის სტუმარი ცდილობს ისარგებლოს ველოსიპედით. დღეისათვის პარიზში დაახლოებით 1 500 უფასო ველოსადგომი და გაქირავების 100 პუნქტია. ისინი მოხერხებულად არის განთავსებული მეტროსადგურების შესასველებთან და ავტობუსის გაჩერებებთან.

დუბლინი, ირლანდია
10094147-13922136419_30340bc130_b
​მოსახლეობის საერთო რაოდენობის (506 ათასი ადამიანი)​ 4 % ველომოყვარულია, ქალაქის ცენტრალურ რაიონებში კი მათი რიცხვი 6-7%-საც აღწევს. თუმცა, ასეთი ციფრი დუბლინელებისთვის მეტად მორკძალებული მაჩვენებელია ისეთი ველომოყვარული ქალაქების გვერდით, როგორიც არის ამსტერდამი და კოპენჰაგენი. მაგრამ, როგორც ექსპერტები  პროგნოზირებენ, ირლანდიის დედაქალაქი მალე ნამდვილ სამოთხედ იქცევა ველომოყვარულთათვის. 2006 წლიდან მოყოლებული ქალაქში მატულობს ველოსიპედისტების რაოდენობა, ხოლო 2021 წლისთვის, დუბლინის ხელისუფლება გეგმავს, ქალაქში საველოსიპედო ზოლების რაოდენობა 5-ჯერ გაზარდონ.

მონრეალი
, კანადა
10095421-4096656197_ecac73b12d_o
მონრეალი, კანადის ყველაზე მოწესრიგებული ქალაქია საველოსიპედო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. აქ ველომოდერნიზაცია 1980 -იანი წლებიდან დაიწყეს. ქალაქის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ხელისუფლებამ 134 მლნ აშშ დოლარი დახარჯა, რათა ის ველომოყვარულებისთვის კომფორტული ყოფილიყო. ახლა მონრეალში დაახლოებით 600 კმ -ის სიგრძის ველობილიკი, ასობით ველოსადგომი და გასაქირავებელი ცენტრი არსებობს. მონრეალის მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს ველოსიპედების გაქირავების სისტემით სამსახურში, ან სხვა საქმეებზე წასვლისას.

ბერლინი, გერმანია
10100606-7314543258_bf9284d35e_b
ველობილიკების განვითარება ბერლინში 2000 წლიდან დაიწყეს. შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობას (ბილიკები, საპარკინგე ადგილები, გაქირავების პუნქტები, რემონტი და სხვა) და ველომოყვარულთათვის ხელსაყრელი სივრცის შექმნას. არც თუ დიდი ხნის წინათ, ბერლინში შემოიღეს “მწვანე ტალღა”, რისი წყალობითაც ველოსიპედისტებს შეუძლიათ შუქნიშნის წითელ ნიშანზე არ გაჩერდნენ. ეს სიახლე წარმატებული გამოდგა. ბერლინელების 13 %, (ქალაქის ზოგიერთ რაიონში კი ეს მაჩვენებელი 20-25%-საც აღწევს) ველოსიპედისტები გახდნენ.

ბოგოტა, კოლუმბია
10114820-13938438431_096fce0948_b
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა, ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საველოსიპედო ქალაქია. ველობილიკების სიგრძე აქ დაახლოებით 300 კმ-ს აღწევს. ქალაქში საველოსიპედო მოძრაობას საფუძველი ბოგოტას მერმა ენრიკე პენიალოსმა ჩაუყარა, რომელმაც, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო ველობილიკების მოწყობა და ახალი მწვანე ადგილების შექმნა. ბოგოტაში ყოველწიურად იმართება დღე ავტომობილის გარეშე –  Ciclovia, ამ დროს ქუჩები ავტომობილებისთვის იკეტება და ყველა ველოსიპედზე ჯდება. უფრო მეტიც, იგივე ხდება ყოველ კვირა დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე.

ბუდაპეშტი, უნგრეთი
10102241-3948148420_b841e5b5c2_b
​უნგრეთის დედაქალაქში ველოსიპედების ნამდვილი ბუმია. თუ კი ორი ათეული წლის წინათ ველოსიპედი არ მიიჩნეოდა გადაადგილების საშუალებად, არამედ, უფრო გასართობ საშუალებად (ქალაქგარეთ გასასეირნებლად), ახლა ბუდაპეშტი ველოსიპედისტებისთვის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქალაქია. 2011 წელს ბუდაპეშტში 144 კმ-ის სიგრძის ველობილიკი გაიყვანეს, ხოლო 2013 წელს შექმნა ველოგაქირავების საქალაქო სისტემა.

პეკინი, ჩინეთი
10103445-5663003732_ea54e80f90_b
პეკინი ჩინეთის არა მარტო ეკონომიკური და კულტურული ქალაქია, არამედ საველოსიპედოც. ქალაქში ოფიციალურად 11 მლნ ველოსიპედისტი ცხოვრობს, კანონის თანახმად, აქ ველოსიპედისტები უნდა დარეგისტრირდნენ. მაგრამ პეკინში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავაც გაუმჯობესებას საჭიროებს. ამიტომ, ქალაქის ხელისუფლება აქტიურად ავითარებს საქალაქო ველომოძრაობას. შენდება ახალი გზატკეცილები და სადგურები, იხსნება გაქირავების პუნქტები.

ამსტერდამი, ნიდერლანდები
10105141-9154573152_95c6b5a873_b
ამსტერდამში საგზაო ინფრასტრუქტურის 40% ველობილიკებს უკავია. იქ 400 კმ-ზე მეტი სიგრძის ველობილიკი არსებობს, რომელიც აღჭურვილია საგანგებოდ შექმნილი საგზაო ნიშნებითა და შუქნიშნებით.  ქალაქში მოქმედებს გაქირავებისა და პარკირების სისტემა, სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ კლასიკური, არამედ საბავშვო ველოსიპედის დაქირავება.

უტრეხტი, ნიდერლანდები
10115233-6224765908_0a7159028d_b
უტრეხტი ჰოლანდიის შუაგულში მდებარეობს და ქვეყნის უდიდეს სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს, ასევე, არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საველოსიპედო ქალაქი. ველოსპედისტი აქ, საგზაო მოძრაობის ყველაზე პატივსაცემ წევრად არის მიჩნეული. ქალაქის მცხოვრებლები სამსახურში, სტუმრად, კინოში, თუ პირად საქმეებზე ველოსიპედით მიდიან. ამის შესაძლებლობას კი ქალაქის ინფრასტრუქტურა იძლევა.

თარგმნა შორენა პაპაშვილმა

კომენტარი