თბილისის N123 საჯარო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 

თბილისის N123 საჯარო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 

719
გაზიარება

​თბილისის N123 საჯარო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოების ფარგლებში, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფების საძინებელი ოთახები, დერეფნები, ღონისძიებების დარბაზი, საპირფარეშოები, ექთნის, სპეცპედაგოგის, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის ოთახები.
როგორც “სითი კვირას” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ​ბაგა-ბაღს ახალი  ინვენტარი შეემატა. განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა სამზარეულო. სრულად გარემონტდა შენობის შიდა მხარე.
​მათივე ინფორმაციით, შენობის ფასადი და ეზოს მოწყობა მომავალი წლის ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება.
​აღსანიშნავია, რომ 14-ჯგუფიან საბავშვო ბაღში ამჟამად 457 აღსაზრდელი ირიცხება.

კომენტარი