რატომ იმგზავრა თბილისის ახალარჩეულმა მერმა მეტროთი – ფოტო სოციალური ქსელიდან

რატომ იმგზავრა თბილისის ახალარჩეულმა მერმა მეტროთი – ფოტო სოციალური ქსელიდან

8971
გაზიარება

თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ გუშინ, დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტით იმგზავრა.  მოქალაქეების მიერ ფარულად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ასახულია მატარებლის ვაგონის კარებთან მდგარი კახა კალაძე, რომელიც მობილურ ტელეფონზე მიღებულ შეტყობინებებს ეცნობა.
​როგორც “სითი კვირას” პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურში განუცხადეს, ​კახა კალაძემ გუშინ, დედაქალაქის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგური დაათვალიერა, მათ შორის, მეტროსადგური “ახმეტელი”, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს და მეტროპოლიტენის ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა მიწისქვეშა ტრანსპორტის მოდერნიზაციის პროექტი.
კახა კალაძის მეტრო მგზავრობის ფაქტს მოქალაქეების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობა მიიჩნევს რომ ეს პიარის ნაწილია, ნაწილს კი მიაჩნია, რომ თბილისის მერმა ხშირად უნდა იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა უკეთ შეიგრძნოს ქალაქის მაჯისცემა.
23032478_1702354789837743_5493402489193252304_n

კომენტარი