ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

1204
გაზიარება

თბილისის ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის VII შესახვევის N 6 საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელდა. როგორც “სითი კვირას” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, ახალი ქვაფენილი დაიგო, ბორდიურები, ბავშვთა გასართობი მოედანი და ატრაქციონები მოეწყო.
მათივე ინფორმაციით, სკვერში განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდა, საბაღე სკამები განთავსდა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.
​პროექტის ღირებულება 94 047 ლარს შეადგენს.

კომენტარი