ელექტრომობილის დამუხტვა უკვე სპეციალურ ზოლში მოძრაობისას არის შესაძლებელი  

ელექტრომობილის დამუხტვა უკვე სპეციალურ ზოლში მოძრაობისას არის შესაძლებელი  

2517
გაზიარება

ჰაერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი სატრანსპორტო გამონაბოლქვია. ამ პრობლემის დასაძლევად ჰიბრიდული და ელექტრომობილების შექმნა და გამოყენება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ავტომობილის მფლობელებისთვის. იმისათვის, რომ “მწვანე ტრანსპორტზე” მოთხოვნა გაიზარდოს საჭიროა სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც გულისხმობს საკმარისი რაოდენობით დასამუხტი სადგურების არსებობას.
​განვითარებულ ქვეყნებში, კონკრეტულად კი ბრიტანეთში, ამერიკასა და გერმანიაში ელექტრომობილის პოპულარიზაციისთვის, დასამუხტი სადგურების გარდა, გზის სავალ ნაწილს ელექტრული ზოლიც დაამატეს. ელექტრომობილი აღნიშნულ ზოლზე გავლის დროს თავისთავად იმუხტება და მძოლს აღარ ესაჭიროება მისი გაჩერება, რაც საკმაოდ კომფორტულია.
ინდუქციური დამუხტვის სისტემის მუშაობისთვის, ელექტრო სადენები ავტომობილსა და გზის სავალი ნაწილის ქვეშ თავსდება. მათ შორის წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველით კი გზიდან ენერგია ავტომობილს გადაეცემა.
​ინდუქციური დამუხტვის სისტემამ სატესტო რეჟიმი წარმატებით გაიარა. სწორედ ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში ამგვარი ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანი ქვეყნის მაშტაბით სურთ, რათა მომხმარებელმა უპირატესობა ელექტრო ტრანსპორტს მიანიჭოს. ელექტრო ტრანსპორტი არა მხოლოდ ეკონომიურად ცხოვრების, არამედ საცხოვრებელი გარემოს სიჯანსაღის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

კომენტარი