თბილის ახალარჩეული მერი გერმანიის განვითარების ბანკის ​რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა 

თბილის ახალარჩეული მერი გერმანიის განვითარების ბანკის ​რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა 

572
გაზიარება

​თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, თავის საარჩევნო შტაბში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, კლაუს ვეიგელს და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
​როგორც კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გერმანელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაში და ქალაქისთვის ენერგოეფექტურობის გაზრდის მიმართულებით პროექტები დააფინანსონ.
როგორც “სითი კვირას” კალაძის საარჩევნო შტაბში განუცხადეს, თბილისის მომავალმა მერმა რეგიონული ოფისის ხელმძღვანელობს, ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებას მომდევნო წლების განმავლობაში გეგმავს. KfW-ის წარმომადგენლები რამდენიმე მიმართულებით დაინტერესდნენ და ფინანსური დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარი