რა უპირატესობა აქვს “ჭკვიან კამერებს” და როგორ შეიცვლება ვითარება თბილისის გზებზე –...

რა უპირატესობა აქვს “ჭკვიან კამერებს” და როგორ შეიცვლება ვითარება თბილისის გზებზე – ექსპერტის მოსაზრება

1249
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” წევრ გიორგი ჩუტკერაშვილს მიაჩნია, რომ ე.წ ჭკვიანი კამერების ამოქმედების შედეგად მნიშვნელოვანად შემცირდება, კერძო ავტომობილის მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები, კამერების საშუალებით მაღალი იქნება გზების კონტროლის ხარისხი და მინიმუმამდე შემცირდება შეცდომის ალბათობა. გარდა ამისა, კამერებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი რეალურ დროში გააკონტროლებს და ჯარიმის გამოწერის პროცესში არ იქნება ჩართული ადამიანური რესურსი.
​როგორც “სითი კვირას” გიორგი ჩუტკერაშვილმა განუცხადა, ფულად ჯარიმას აქვს თავისი დადებითი მხარე, ამ დროს მძღოლები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლებად დაარღვიონ მოძრაობის წესები. ამის ნათელი მაგალითია უსაფრთხოების ღვედის გამოყენების მაგალითი.
“საწყის ეტაპზე ძალიან ცოტა მძღოლი იყენებდა უსაფრთხოების ღვედს, დღესდღეობით კი მთელი საქართველოს მაშტაბით მძღოლების დაახლოებით 95-98% იკეთებს ღვედს და ეს უკვე მათ კულტურაზე მეტყველებს”,- მიაჩნია გიორგი ჩუტკერაშვილს.
მისივე განმარტებით, “ჭკვიანი კამერები”, რომლებიც მთელი ქვეყნის მაშტაბით უნდა დამონტაჟდეს, მათი  წინამორბედი კამერებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ჩართულია ერთიან ქსელში, რომელიც უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს და სპეციალური ვიდეო ანალიტიკური პროგრამის საშუალებით (ავტომობილის ნომრის ამომცნობი პროგრამა, სიჩქარის გადაჭარბება და ასე შემდეგ), ავტომატურად აფიქსირებს დარღვევებს და წერს ჯარიმებს, სადაც არ არის ჩართული ადამიანური რესურსი და შეცდომაც გამორიცხულია ჯარიმების დაწერის დროს.
თბილისში 114184428_1250418118324355_8405545840257208416_n00 “ჭკვიანი კამერა” დღეიდან ამოქმედდა. დამრღვევი მძღოლები დაჯარიმდებიან შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბების, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობის გამო.
გიორგი ჩუტკერაშვილის შეფასებით, საგზაო მოძრაობის წესების დაცვის თვალსაზრისით თბილისში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. ხშირად შევხვდებით მძღოლებს, რომლებიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, კვეთენ ღერძულა ხაზს და თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობენ, ყოველი ეს დარღვევა, რიგ შემთხვევებში საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ან უარეს შემთხვევაში იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს.
მისივე ინფორმაციით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” რამდენიმე ახალი ნორმა ემატება, მათ შორის, სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი სპეციალური სამოძრაო ზოლში (BUS LANE), გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის.
“ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმებს პროგრამა დაწერს და არა ადამიანი, მოსალოდნელია  კანონდამრღვევი მძღოლების შემცირება ქალაქში, რაც პირდაპირ კავშირშია გაუმჯობესებულ მოძრაობასთან და ნაკლებ ავტოსაგზაო შემთხვევებთან, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობაც”, – აცხადებს ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”  წევრი, გიორგი ჩუტკერაშვილი.

კომენტარი