პეტრიწის ქუჩაზე, საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

პეტრიწის ქუჩაზე, საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

77
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, №186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
​როგორც “სითი კვირას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი მოედანი კაუჩუკის საფარით მოეწყობა, სადაც საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდება. გაკეთდება საჩრდილობელი. ძველი სკამები და სანაგვე ურნები კი ახლით შეიცვლება.
​მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საბურთალოს მე-4 ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
23191679_1905454579479676_2117290313_o

კომენტარი