ყაზბეგის გამზირზე თავისუფალ სივრცეში სკვერი მოეწყობა

ყაზბეგის გამზირზე თავისუფალ სივრცეში სკვერი მოეწყობა

147
გაზიარება

თბილისის საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის №9-ა კორპუსის მიმდებარედ, მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია ” m² უძრავი ქონებას” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისათვის საქანელა და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდება. ამ ეტაპზე უკვე ძველი სკამები ახლით შეიცვალა და ფილები დაიგო. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საბურთალოს მე-5 ოლქის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და “m² უძრავი ქონების” წარმომადგენელი დავით გორგილაძე გაეცნენ.

კომენტარი