მიწისქვეშა გადასასვლელები მოიხატა და Led სანათები დამონტაჟდა – დავით ნარმანია

მიწისქვეშა გადასასვლელები მოიხატა და Led სანათები დამონტაჟდა – დავით ნარმანია

4592
გაზიარება

​თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, შპს “თბილსერვის ჯგუფმა” გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე ტიპის, მზის ენერგიაზე მომუშავე Led სანათები დაამონტაჟა.
​როგორც დავით ნარმანიამ დღეს, მისი მერობის პერიოდში 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელი მოეწყო იმ უბნებში, სადაც მანამდე არ არსებობდა. მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და განათების სისტემა შეიცვალა. ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლები მოიხატა. ჩასასვლელებთან კი მანიშნებელი აბრები დამონტაჟდა.
“2016 წელს თბილისი განახლებული ანძით შეხვდა. დამონტაჟებული Led სანათები საშუალებას გვაძლევს ანძა სხვადასხვა ფერში განათდეს”, – აცხადებს ნარმანია.
​დედაქალაქის მერის თქმით, თბილისი მსოფლიოს „100 მედეგ ქალაქს“ შორის მოხვდა. ამავე სახელწოდების პროექტს როკფელერის ფონდი ახორციელებს და ბენეფიციარებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურად და ტექნიკურად, 1 მლნ აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში ეხმარება.
15970192_1464324223592716_1057304622_n

კომენტარი