მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 110 ძირი დეკორატიული ბუჩქი დაირგო

მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 110 ძირი დეკორატიული ბუჩქი დაირგო

1010
გაზიარება

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის პანდუსთან გამწვანებულ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი დეკორატიული ბუჩქი – ოლიანდრა, ირმის რქა, ტუია, გართხმული ღვია, იუკა, ფოტინია დაირგო.
როგორც “სითი კვირას” მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, გამწვანების სამუშაოები მათი ზედამხედველობით, კონტრაქტორმა – შპს ” გრინ სერვის+”-მა შეასრულა. მცენარეების შემდგომ მოვლაზეც აღნიშნული კომპანია იზრუნებს.

კომენტარი