მუხიანში, ძველი ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე მოქალაქეებმა ხის ფარდული თვითნებურად ჩადგეს

მუხიანში, ძველი ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე მოქალაქეებმა ხის ფარდული თვითნებურად ჩადგეს

253
გაზიარება

​თბილისის გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის პირველ მიკრორაიონში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების, უფრო კონკრეტულად, ხის ფიცრულის უნებართვოდ განთავსებასთან დაკავშირებთ, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქის თვითმმართველობის საკუთრებაა და მასზე თვითნებურად ნაგებობების განთავსება, ან ფართის შემოღობვა დაუშვებელია.
ვეხმაურებით, თბილისში, მუხიანის პირველ მკ/რ-ნის, N1 სახლში (საკადასტრო კოდი: 01.11.13.002.087) მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან  დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოქალაქემ განცხადებით მოგვმართა, რის შემდგომაც, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ჯგუფი ზემოთ აღნიშნულ მისამართზე გავიდა და მოსახლეობას გაესაუბრა”, – აცხადებენ მერიაში.
როგორც მერიაში განმარტავენ, საზღვრების დასაზუსტებლად წითელი ხაზების დასაზუსტებლად აზომვით სამუშაოები განხორციელდება.
აღნიშნული საცხოვრებელი ფართი 27 თანამესაკუთრეზეა რეგისტრირებული.
23758236_1931214633570337_1592305055_n 23846239_1931214636903670_533550446_n

კომენტარი