ეს დიაგნოზი შენთან ერთად, ყველა იმ ადამიანის დიაგნოზია, ვისაც უყვარხარ და გიყვარს...

ეს დიაგნოზი შენთან ერთად, ყველა იმ ადამიანის დიაგნოზია, ვისაც უყვარხარ და გიყვარს – სალომე ჯანელიძის ბრძოლა გამარჯვებისთვის

1186
გაზიარება

პროფესიით ექიმი სალომე ჯანელიძე, 37 წლის ასაკში დაავადებას დამოუკიდებლად უმკლავდებოდა და ქიმიოთერაპიის, ოპერაციების გასაკეთებლად საკუთარი ავტომობილით, მარტო მიდიოდა. ამ ყველაფერს, უყურებდა, როგორც სამსახურებრივ რთულ დავალებას, რომელიც მხოლოდ მას უნდა შეესრულებინა.  ახლა 40 წლის არის და ფიქრობს, რომ ადამიანებმა მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, უნდა შეძლონ ბრძოლისთვის ძალის მობილიზება და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდნენ, რადგან ეს დიაგნოზი, არა მხოლოდ საკუთარი არამედ ყველა იმ ადამიანის დიაგნოზია, ვისაც უყვარხარ და გიყვარს.
სალომე ჯანელიძე, პროფესიიდან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველთვის აკონრტოლებდა. წელიწადში ერთხელ, სტაბილურად იტარებდა პრევენციულ გამოკვლევებს, – საშვილოსნოს, მუცლის ღრუს, მენჯის და ძუძუს ექოსკოპიას.  ერთ-ერთი მორიგი, გეგმიური შემოწმების წინა დღეებში მკერდის არეში  ტკივილი იგრძნო და ექოსკოპიაზე მისვლა დააჩქარა. ექოსკოპისტი მისი ბავშვობის მეგობარია და დაავადების შესახებ ვერ გაუმხილა, მაშინვე სკრინინგ ცენტრში გაგზავნა. სალომემ მძიმე დაავადების შესახებ წერეთლის გამზირზე მდებარე ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, 2015 წლის აპრილში შეიტყო.
პირველად იყო დაბნეულობა. ვერ გაეგო მის თავს რა ხდებოდა. გონებაში უნებლიედ მეორდებოდა კითხვები: რატომ, რისთვის, როგორ?
“პირველი ერთი კვირა ძალიან რთული იყო. როგორც კი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მამოგრაფიის პასუხი მივიღე, ბიოფსიაზე წავედი. 2-3 საათში ყველა საჭირო გამოკვლევა ჩავიტარე. 37 წლის ასაკში მესამე სტადია, სულ რაღაც ერთ წელიწადში განვითარებულიყო”, – იხსენებს სალომე.
მისი თქმით, ძუძუს სიმსივნისთვის არ არის დამახასიათებელი ტკივილი. მისი დიდი სურვილია, რომ პრევენციის მიზნით 6 თვეში ერთხელ ჩაიტარონ ქალებმა აუცილებლად გამოკვლევა ექოსკოპია ან მამოგრაფია, რომელიც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მხოლოდ ტრანსპორტში ჩაჯდომა და მისვლაა საჭირო.
​როგორც სალომე ჯანელიძე, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აცხადებს, 6 თვეში ერთხელ რომ ჩაეტარებინა გამოკვლევა, ამდენი რამის გადატანა აღარ მოუწევდა. დასჭირდებოდა უბრალოდ სექტორული კვეთა და შესაძლოა ქიმია და სხივები აერიდებინა თავიდან. ​ახლა კი, მკურნალობის ყველა ეტაპი გაიარა.  23846542_1933341770024290_1399600556_n
„არ იყო მარტივი ამის გადალახვა. თავად ექიმი ვარ და ვიცი ძირითადი პრობლემა, ვიზუალური ცვლილება იწვევს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ჩემი შვილი  ყველაზე მეტად განიცდიდა ჩემი თმის ცვენას. როცა დიაგნოზი დამისვეს, ჩემი გოგონა 5 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შევეცადე ჩემი გარეგნობის გარდაუვალი ცვლილებისთვის შემემზადებინა, მაინც ბევრ რამეს ვერ ურიგდებოდა, მათ შორის, ჩემის თმების ცვენას”, – ამბობს სალომე.
​ყველაზე რთულ მომენტებში ფიქრობდა შვილზე, მამაზე, დედაზე, ძმაზე, მეუღლეზე,  მეგობრებზე, ყველაზე.  გარკვეულ მიზეზთა გამო, ასეთ მძიმე წუთებში გვერდით არ ჰყავდა მეუღლე. “ჩემი ქმარი უცხოეთში მუშაობს. მან იქ გადაიტანა ცალკე ეს ყველაფერი და მე აქ. ეს არ არის ერთი ადამიანის დიაგნოზი, ეს არის ყველას დიაგნოზი, ვისაც ვუყვარვართ და ვინც გვიყვარს, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ“, – ამბობს სალომე ჯანელიძე.
ყველაზე მეტ ძალისხმევას იმაზე ხარჯავდა, რომ მისი ტკივილი  გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ორი თვის განმავლობაში უმალავდა მშობლებს თავის დიაგნოზს. ოპერაციაც ისე გაიკეთა, რომ ოჯახის წევრებს ეგონათ უმნიშვნელო კვანძი უნდა ამოეჭრა, მაგრამ, როდესაც ოპერაცია ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა, დედას ეჭვი შეეპარა, მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ მის შვილს მსგავსი განსაცდელი დაუდგებოდა.
“ერთ დღესაც, მორფოლოოგის პასუხი მაგიდაზე დამრჩენოდა და დედას ენახა. მიუხედავად იმისა, რომ  ძუძუს კიბო განკურნებადია და არც დედაჩემია სუსტი ადამიანი, მაინც გაუჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება.  მედიცინა საკმაოდ განვითარებულია, ექიმი ვარ და მეც არ ვიცოდი ბევრი რამ. უბრალოდ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება. სტრესში ჩავვარდეთ და ვიტიროთ არ შეიძლება.  ჩვენ მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე არ ვაგებთ პასუხს, არამედ ყველა იმ ადამიანის ემოციაზე, ცხოვრებაზე, გრძნობებზეც, ვისაც ვუყვარვართ და ვინც გვიყვარს. ასეთები კი ბევრი გვყავს”, – ამბობს სალომე ჯანელიძე.
ზუსტად 11 თვეში საოცრად დამჯერი პაციენტი გახდა. 11 თვეში გაიკეთა პლასტიკური ოპერაციაც და ეს ამბავი თავისი ცხოვრებიდან ამოჭრა, როგორც ერთი დასრულებული პროექტი. ცოტა დრო დაიტ23782223_1933341780024289_528585926_nოვა ფიქრისთვის, დროის დიდი ნაწილი კი მოქმედებაზე დახარჯა. ახლა 40 წლისაა და როგორც თავად ამბობს, დიაგნოზის მოსმენისას ყველა დიდი სტრესი მაშინ მიიღო, როდესაც მიხვდა, რომ მეორე შვილის გაჩენა ვერ მოასწრო. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა.
“მეორე შვილის გაჩენა მინდოდა, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ვეღარ მოვასწრებდი. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა და აბსოლუტურად სხვანაირი ცხოვრება დაიწყო”, – გვიზიარებს საკუთარ განცდებს სალომე ჯანელიძე.
რაც ყველაზე ძალიან უყვარს კიდევ, არის ზღვა და მზე, თუმცა, როგორც თავად ამბობს, არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ მზე, რომელიც ძალიან უყვარს “დიდი რაოდენობით აღარ შეიძლება”.
“ადამიანი ყველაფერს ეჩვევი და ამით სიკვდილი მარცხდება. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ ჩვენ, ქალებს გვეშინია სიკვდილის. არა, ეს ჩვეულებრივი მომენტია, სიკვდილის წინაშე პირისპირ დგები და ამარცხებ მას”, – ამბობს სალომე.
სალომე ჯანელიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სკრინინგის პროგრამები, რომლის წყალობითაც ბევრი ქალი გადაურჩა კიბოს შორსწასულ ფორმებს.
„ეროვნულ სკრინინგ ცენტრში დაავადების პირველადი დიაგნოსტირება ხდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი უფასოა. ბევრ ქალს არ აქვს საშუალება პირველადი გამოკვლევა ჩაიტაროს. ამაში კი მათ სკრინინგ ცენტრი ეხმარებათ“, – აცხადებს სალომე ჯანელიძე.

კომენტარი